თანამშრომლების მიერ განხორციელებული დასუფთავების აქტივობა

კრწანისის ტყე-პარკი (ასევე ცნობილი, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი), 210 ჰა ფართობის ტერიტორიაზეა გაშლილი და მტკვრის ჭალის ბუნებრივი ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენს.

2019 წლის 21 მარტს “პაშაბანკის” თანამშრომლებმა კრწანისის ტყე-პარკში 2 ჰა ფართობის ტერიტორია უკვე მესამედ დაასუფთავეს. ამ ტერიტორიის რეგულარულ მოვლა-დასუფთავებაზე პასუხისმგებლობა `პაშაბანკმა~ 2018 წელს აიღო, როდესაც შეუერთდა CENN-ის მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის~.

დასუფთავების პროცესში განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ტყე-პარკის დარჩენილ ტერიტორიაზე დაგროვილი ნარჩენების რაოდენობა, ამიტომ ბანკმა გადაწყვიტა, ტყე-პარკის მთლიანი ტერიტორია (210ჰა) დამატებითი ძალების დახმარებით სრულად გაესუფთავებინა. აქცია კომპანია `ბიოდასუფთავებასთან~ ერთად ორი დღე, ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანის გარეშე, ჩატარდა. ხალხმა ნარჩენები ხელით მოაგროვა ნაკრძალის შესასვლელთან, რაც შემდეგ “თბილსერვისჯგუფმა” გაიტანა.

კრწანისის ტყე-პარკი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვანე ზონაა, რომლის სუფთად შენარჩუნება თბილისელების საერთო საარსებო გარემოს გაჯანსაღებას უწყობს ხელს. თანამშრომლების მუდმივი ჩართულობა პროექტში და განხორციელებული აქტივობების შესახებ კომუნიკაციის წარმოება ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.