თქვენი უფლებების მხარდასაჭერად

“ნექსია თიეიმ: 2019 წელი მნიშვნელოვანი CSR-ინიციატივით დაიწყო. პროექტის „ნექსია თიეი” – “თქვენი უფლებების დასაცავად“ ფარგლებში კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაციებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საგადასახადო ჯარიმა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით დაეკისრათ.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც არ გააჩნია სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსი, რათა დამოუკიდებლად აწარმოოს საგადასახადო დავები და მიიღოს მაღალკვალიფიციური მომსახურება. პროექტში ჩასართავად საჭიროა მხოლოდ მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

დარეგისტრირებულ ბენეფიციარებს სიმბოლურ 1 ლარად მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ „ნექსია თიეის“ მაღალკვალიფიციური მომსახურება და საკუთარი უფლებები შესაბამის ინსტანციებში დაიცვან. იმისთვის, რომ ინიციატივა საზოგადოებამდე მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ენით მისულიყო, კომპანიამ დაამზადა მოკლე საინფორმაციო ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელების და სხვა არხების საშუალებით გაავრცელა.

პროექტი ახლაც მიმდინარეობს; ამჟამად ექსპერტები უსასყიდლო მომსახურებას 6 ბენეფიციარს უწევენ. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში “ნექსია თიეის” ყველა თანაშრომელი სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზეა ჩართული. თავიდან პროექტის დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია არ გამორიცხავს მის გაგრძელებას.