გაატარე ზაფხული საქართველოში

“ლილო მოლის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოხმაურებოდა 2019 წლის ივლისში დაწყებულ კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ და დახმარებოდა აჭარის რეგიონის რომელიმე საოჯახო სასტუმროს, რომელსაც იმ დროისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ექნებოდა.

ამ კრიტერიუმით, გონიოში შეირჩა საოჯახო სასტუმრო „ვაით რუმი“, რომლის ნომრების 80% ივლისი-აგვისტოს პერიოდში გაქირავებული არ იყო და ამის გამო სასტუმრო ვეღარ ახერხებდა კომუნალური ხარჯების დაფარვას. პარალელურად, `ლილო მოლში~ შეარჩიეს დაბალანაზღაურებადი 20 თანამშრომელი, რომლებსაც არ ჰქონდათ ქალაქგარეთ დასვენების ფინანსური შესაძლებლობა და დამსაქმებელმა მათ აღნიშნულ  საოჯახო სასტუმროში ოჯახის წევრებთან ერთადდასვენება დაუფინანსა.

პროექტის შედეგად,  სასტუმრო 2 კვირის განმავლობაში 80%-ით შეივსო, რითაც, ერთი მხრივ, მოგვარდა მისი ფინანსური პრობლემები, მეორე მხრივ კი, `ლილო მოლის~ 20-მა თანამშრომელმა შეძლო შავი ზღვის სანაპიროზე ოჯახთან ერთად დასვენება.

პროექტის დასრულების შემდეგ მომზადდა საინფორმაციო ვიდეო, რომელიც გავრცელდა `ლილო მოლის~ ფეისბუკის გვერდით. ვიდეოს ჰყავდა 220,000 მნახველი, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო  სასტუმროს პოპულარიზაციას პოტენციურ დამსვენებლებში. თანამშრომლებისა და საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურებიდან გამომდინარე, `ლილო მოლი~ მომავალშიც გეგმავს ანალოგიური პროექტების განხორციელებას.