კომპანია “ნატახტარი”

საქმიანობის წარმართვისას და პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას კომპანია „ნატახტარი“ შემდეგი მთავარი ღირებულებებით ხელმძღვანელობს:

  • პატიოსნება – კომპანიის საქმიანობა მაქსიმალური გამჭვირვალობის, სამიზნე აუდიტორიასთან ორმხრივი კომუნიკაციის პირობებში ხორციელდება;
  • მზრუნველობა – კომპანიის თითოეული თანამშრომელი აცნობიერებს მეცნიერებისა და სპორტის განვითარებაზე, ასევე გარემოს დაცვასა და ახალგაზრდების მხარდაჭერაზე ზრუნვის მნიშვნელობას

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა:

2012 წელს კომპანია „ნატახტარმა“ აამოქმედა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს გაწმენდის მაღალ ხარისხს და გარემოზე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად ამცირებს. 2014 წელს „ნატახტარმა” მიიღო ენერგიის მართვის სისტემის სერტიფიკატი ISO 50001. ენერგოპოლიტიკის დოკუმენტში გაწერილია ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფაზე მიმართული ვალდებულებები, დირექტივები და პროცედურები.

2018-2019 წლებში, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიაში ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები: დამონტაჟდა სენსორული და LED განათებები; შეიფუთა საქვაბე და საქვაბედან გამომავალი ყველა მილი; ტრადიციული ბოთლსარეცხი შეიცვალა უახლესი ენერგოეფექტური დანადგარით. გამწმენდი ნაგებობიდან გამომავალი წყალი გამოიყენება გამწვანების მოსარწყავად; დუღილის შედეგად წარმოქმნილი CO2 გროვდება და გამოიყენება სასმელების დაგაზიანებისათვის; ასევე, ხელახლა გამოიყენება მინის ქილები და ა.შ.

კომპანიაში სისტემატურად ტარდება გარემოსდაცვითი ტრენინგები; მუდმივად ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების როგორც შიდა, ისე გარე შეფასებები.

თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა:

თანამშრომელთა კეთილდღეობის დონე მოწმდება ყოველწლიური ანონიმური გამოკითხვით, რომლის შედეგებზე დაყრდნობით ხდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

თუ თანამშრომელს სურს მოსაზრების გამოთქმა ან კანონდარღვევის შესახებ კომპანიის ინფორმირება, მას შეუძლია დაუკავშირდეს უშუალო ხელმძღვანელს, ეთიკის ოფიცერს ან გამოიყენოს დამოუკიდებელი ანონიმური საკომუნიკაციო არხი, რომელიც უწყვეტადაა ხელმისაწვდომი.

თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფილია უფასო კვება, ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტი, კორპორაციული დაზღვევის შესაძლებლობა მათი ოჯახის წევრებისთვის; 100%-ით ანაზღაურებული დეკრეტული შვებულება. კომპანიაში დაცულია გენდერული თანასწორობა – ბევრ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობენ ქალები.

კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამშრომელთა განვითარება, რაშიც მოიაზრება ტრენინგების, საკვალიფიკაციო პროგრამების და სწავლის სხვა შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში:

კომპანია უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობას.

გაყიდვებსა და მარკეტინგზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს მოეთხოვებათ დაიცვან სამართლიანი კონკურენციის პრინციპები, ხელი შეუწყონ პროდუქტების პასუხისმგებლობით მოხმარებას, გაითვალისწინონ ადგილობრივი ბაზრის მგრძნობელობა კულტურულ და ეთიკურ ღირებულებებთან დაკავშირებით, არ შეუწყონ ხელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვას და არ დაუშვან არასრულწლოვნისათვის სასმელის მიყიდვა.

2011 წელს კომპანიამ „ნატახტარი“ დანერგა ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISO 9001:2008; ISO 22000:2005). ასევე, კომპანიამ სურსათის უსაფრთხოების მართვის კუთხით მიიღო  საერთაშორისო HACCP სერთიფიკატი.

საზოგადოების/ცალკეული თემების მხარდაჭერა”

2011 წლიდან კომპანიამ დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების გაძლიერება და მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. 2011 წლიდან ფონდი 500-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა, მათგან 300-ზე მეტი დასაქმდა, ხოლო 270-ზე მეტმა მიიღო პროფესიული განათლება. თითოეული ბენეფიციარისთვის მუშავდება განვითარების ინდივიდუალური გეგმა და თანხა მისი კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე გამოიყოფა.

ფონდის მიზნებიდან გამომდინარე, მოზარდზე მზრუნველობა გრძელდება მის სრულ დამოუკიდებლობამდე; შესაბამისად, როდესაც 18+ ბენეფიციარს არ აქვს თავშესაფარი და/ან სამსახური, ფონდი მას უნიშნავს სტიპენდიას საცხოვრებლის ქირის, კომუნალური და სამგზავრო ხარჯების დასაფარად. პროექტი ხორციელდება ასოციაცია `ჩვენი სახლი – საქართველოსთან~ ერთად.

2017 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ერთად ფონდი ჩართულია ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების და შშმ ბენეფიციარების საჭიროებების ადვოკატირების კამპანიაში.