დღე მანქანის გარეშე

2018 წლის სექტემბერში წამოწყებული კამპანია “დღე მანქანის გარეშე” მიზნად ისახავს დედაქალაქის ქუჩების საცობებისგან განტვირთვას, ჰაერის დაბინძურების პრობლემისთვის საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და გარემოს გაჯანსაღებაზე ზრუნვას.

კამპანიის ფარგლებში, “ირაოს” თანამშრომლები ყოველი თვის ბოლო პარასკევს უარს ამბობენ მანქანით გადაადგილებაზე და სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან ფეხით მიდიან. ბოლო წლის მანძილზე `ირაოს~ 260 თანამშრომელმა ჯამში 130,404 კილომეტრი გაიარა ფეხით, რითაც დაიზოგა ჟანგბადის ის რაოდენობა, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში 6250 ადამიანი მოიხმარს. ამ ეტაპზე `დღე მანქანის გარეშე~ `ირაოს~ ორგანიზაციული კულტურის ნაწილად იქცა, თანამშრომლები კი აქტიურად აწარმოებენ კომუნიკაციას სოციალური ქსელების მეშვეობით, რის შედეგადაც კამპანიის შესახებ ინფორმაცია 300,000-მდე ადამიანს მიეწოდა.

ქალაქში კამპანია ჰეშთეგით _ #უმანქანოდრომიარო? და სხვადასხვა გარე აქტივობის მეშვეობით მიმდინარეობს. 2019 წელს მას შეუერთდნენ ცნობადი სახეები და `უილის თაუერს უოტსონის~ ადგილობრივი წარმომადგენლობა. “ირაო” შემდეგი წლიდან სპეციალური სატელეფონო აპლიკაციის მეშვეობით კამპანიაში კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას აპირებს.