ადგილობრივი მომწოდებლის მხარდაჭერა

„დიოს“ ბიზნესსტრატეგიაა მდგრად და სტაბილურ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ადგილობრივი პერსპექტიული მომწოდებლების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობა.

„დიოს“ ხშირად ესაჭიროება სხვადასხვა ტიპის რკინის კონსტრუქციები საწარმოსა და ოფისში, რისთვისაც კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ მომწოდებელთან (პავლე ზუმბაძესთან). კომპანიამ ამ ადამიანში დაინახა  განვითარების სურვილი და პოტენციალი, თუმცა ტექნიკური/ფინანსური რესურსების სიმცირის გამო, მას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. 2018 წლის თებერვალში `დიომ“ მომწოდებელს უსასყიდლოდ გამოუყო სივრცე თავის საწარმოსთან ახლოს და დაუფინანსა მუშაობისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა. „დიო“ ამ მომწოდებელთან თანამშრომლობას დღემდე აქტიურად განაგრძობს.

ამ ინიციატივას ორმხრივი დადებითი შედეგი მოჰყვა: ერთი მხრივ, „დიომ“ მოახერხა ერთი კონკრეტული ადამიანისა და მისი ოჯახის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, ხოლო, მეორე მხრივ, შეიძინა სტაბილური, გრძელვადიანი და მოტივირებული პარტნიორი.