ენერგოეფექტური მინა-პაკეტის პოპულარიზაცია

კომპანია „დიოსთვის” პრიორიტეტია ჯანსაღი გარემო და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარება. კომპანიამ დაიწყო თანამშრომლობა ამერიკულ ფირმა „Guardian“-თან, რომელიც ქმნის უმაღლესი ხარისხის დაბალემისიურ მინა-პაკეტებს. “დიომ” კომპანიისგან მიიღო უფლება ყოფილიყო მისი წარმომადგენელი საქართველოს ბაზარზე და  2017 წლიდან დაიწყო ენერგოეფექტური მინა-პაკეტების გაყიდვა, ხოლო 2018 წლიდან _ საზოგადოების ინფორმირებასა და `მწვანე~ ინფრასტრუქტურის პოპულარიზებაზე მიმართული მარკეტინგული აქტივობები გააძლიერა.

იმისთვის, რომ საზოგადოება დაინტერესებულიყო ენერგოეფექტური პროდუქტით, „დიომ“ მომხმარებლებს შესთავაზა ფასდაკლებები, სასაჩუქრე აქციები და დაამზადა ვიდეორგოლი, რომელშიც განმარტა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრისა და ენერგოეფექტური მინა-პაკეტების სარგებელი – კერძოდ, ის, რომ ენერგოეფექტური მინა-პაკეტის მოხმარების შედეგად შესაძლებელია 2000 ტონით შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა გარემოში. გარდა ამისა, ენერგოეფექტური  მინა-პაკეტების საშუალებით ზაფხულის პერიოდში 75%-ით იბლოკება მზის სხივების ოთახში შემოღწევა, ხოლო ზამთარში 75%-ით იბლოკება სითბოს ოთახიდან გარეთ გასვლა, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ თბოიზოლაციას და აქედან გამომდინარე, გათბობა-გაგრილებასთან დაკავშირებული კომუნალური ხარჯების დაზოგვას.

პროექტის მეშვეობით “დიო” ხელს უწყობს ჯანსაღი, მდგრადი და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებას და მომავალი თაობებისთვის ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას.