ალტიჰატი 3014

„ალტიჰატი“ არის სამთო თავშესაფარი და ალპური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 3,014 მეტრ სიმაღლეზე. „ალტიჰატის“ მიზანს წარმოადგენს ალპურ სიმაღლეზე სანიტარიული პირობებისა და ზოგადი უსაფრთხოების გაუმჯობესება, რთულად მისადგომ ადგილებში ტურისტული პოტენციალის განვითარება და მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება.

ზოგადი მიდგომა

“ალტიჰატი”  ეს არის უმაღლესი სტანდარტების და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, შვეიცარიაში დამზადებული, სრულიად თანამედროვე და ენერგოეფექტური სამთო ქოხი, რომელიც აღჭურვილი მზის აკუმულატორებით. 3014 მეტრის სიმაღლეზე, „ალტიჰატში“ კომფორტულად დაბინავდება 45-მდე ადამიანი.  აქვეა სრულად აღჭურვილი პატარა ქოხიც (იტევს 6 ადამიანს) – თავშესაფარი, რომელიც წყვეტის გარეშე, უსასყიდლოდ შეიფარებს შესაბამისი საჭიროების მქონე მოგზაურებს სამთო მაშველებს. დღემდე თავშესაფრით ისარგებლა 20-ზე მეტმა უცხოელმა ტურისტმა.

2018-2019 წწ.-ის ზამთრის სეზონზე ქოხმა უმასპინძლა 300-მდე მაღალშემოსავლიან ევროპელ ტურისტს; 2019-2020 წწ.-ის სეზონზე უფრო მეტ ტურისტს ელიან.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა: “ალტიჰატი” მდებარეობს ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულ ადგილას. სამწუხაროდ, ელემენტარული ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ამ ტერიტორიაზე ყოველ წელს უამრავი საყოფაცხოვრებო (ქაღალდი, კონსერვის ქილები, სხვადასხვა ჰიგიენური ნივთები და ა.შ.) და ბიოლოგიური ნარჩენი გროვდებოდა. კომპანიამ 2016-2019 წლებში საკუთარი სახსრებით შეაგროვა და ბარში ჩაიტანა 4 ტონაზე მეტი ნარჩენები. პრობლემის სისტემური მოგვარების მიზნით, პარალელურად, კომპანიამ დაამონტაჟა 4 საჯარო ბიოტუალეტი.

პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ: “ალტიტუდაში” დასაქმებულები განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ; მათი საშუალო ანაზღაურება საკმაოდ აღემატება საქართველოს კერძო სექტორში არსებულ საშუალო ხელფასს. თანამშრომლები მუდმივად გადიან პროფესიულ მომზადებას, რისთვისაც საგანგებოდ ჩამოდიან შვეიცარიელი და იტალიელი ექსპერტები. კომპანია უზრუნველყოფს სადაზღვევო პაკეტისა და საპენსიო სქემაში მონაწილეობის სრულ დაფინანსებას.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში: კომპანია, პირველ რიგში, ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან თანამშრომლობს. საკვები მზადდება მაღალხარისხიანი ადგილობრივი ნედლეულით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობის სტაბილური შემოსავლის წყარო, მათი მოქალაქეობრივი შეგნება, რადგან კომპანიამ საფუძვლიანად განუმარტა მათ გადასახადების გადახდის აუცილებლობა და ეხმარება საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებასა და ლეგალური შემოსავლების მიღებაში.

საზოგადოების/ცალკეული თემების მხარდაჭერა: კომპანია მუდმივად უწევს კონსულტაციებს ადგილობრივ მოსახლეობას, რთავს მათ სხვადასხვა ტიპის პროფესიულ ტრენინგებში (დურგლებისთვის, მშენებლებისთვის, ტურიზმის მიმართულებით და ა.შ.). ტრანსპორტირებაში, მომარაგებაში, ჰიგიენურ მომსახურებაში (რეცხვა/დაუთოება) დასაქმდნენ ადგილობრივი მეწარმეები. მობილური კავშირის დამყარებამ ადგილობრივ მეწარმეებს ხელი შეუწყო საქმიანობაში. 2018-2019 წლებში მიღებულია 1,000 მეტი მაღალი მხარჯველობითი უნარის მქონე ტურისტი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნა ახალი, სტაბილური შემოსავალი.

ალპურ ზონაში არ იყო დაცული უსაფრთხოების არც ერთი ნორმა. “ალტიტუდის” გუნდმა დაამონტაჟა მდინარე ჩხერზე გადასასვლელი ხიდი და ვერტმფრენის დასაჯდომი ბაქანი, რაც უმნიშვნელოვანესია სამაშველო ოპერაციებისათვის. საკუთარი ხარჯებით დაამონტაჟა ასევე “მაგთის” ანტენები და მაღალი ხარისხის ფიჭური სიგნალით დაფარა მთელი ალპური ტერიტორია, მყინვარწვერის ჩათვლით; ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საძიებო და სამაშველო შესაძლებლობებს. 2018 წელს სატელეფონო კავშირის დახმარებით შესაძლებელი გახდა 8 უბედური შემთხვევის დროულად მოგვარება და თავიდან იქნა აცილებული ფატალური შედეგები.