‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურს Meliora 2019’-ში წარდგენილი  პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის შემოწმება დასრულებულია.

პროექტები, რომლებმაც დააკმაყოფილა კონკურსის მოთხოვნები და გადავიდა შემდეგ ეტაპზე გადაეგზავნა წამყვან ქართველ და უცხოელ (ბრიტანელი, სლოვაკი, ბელგიელი, ისრაელელი, გერმანელი, ამერიკელი და დანიელი) ექსპერტებისგან შემდგარ დამოუკიდებელ ჟიურის, რომლებიც შეაფასებს მათ და გამოავლენს საუკეთესო CSR-ინიციატივებს სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.

გამარჯვებულ კომპანიათა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელიც 2019 წლის დეკემბრის თვეში გაიმართება.

კომპანიები კონკურსის შემდეგ ძირითად კატეგორიებში დაჯილდოვდებიან:

1. მწვანე ინიციატივა;
2. პასუხისმგებელი დამსაქმებელი;
3. კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე;
4. საზოგადოების მხარდაჭერა;
5. სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა;
6. CSR-ის შესახებ კომუნიკაცია;

ასევე 3 სპეციალურ კატეგორიაში:
1. წლის CSR მენეჯერი;
2. შემოქმედებითი CSR;
3. ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

კონკურსის იმართება მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალურ, ნარჩენების მართვის კატეგორიას მხარს უჭერს USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორია „შემოქმედებითი CSR” კი ხორციელდება საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით.

Meliora 2019-ის სპონსორია “ფოთის საზღვაო ნავსადგური”.

კონკურსის გუნდი მადლობას უხდის ყევლა კომპანიას წარდგენილი პროექტებისათვის.