კონკურსის ჟიური

კონკურსის ჟიური

კონკურსზე წარდგენილ პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური (გარე შემფასებელთა ჯგუფი), რომელიც შედგება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს და მისი ცალკეული მიმართულებების (გარემოს დაცვა, თემის განვითარება, შრომითი საკითხები, მომხმარებლის უფლებები და ა.შ.) წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან.

შეფასების პროცესი არის მთლიანად დამოუკიდებელი; კონკურსის ორგანიზატორის (CSRDG) არც ერთი წევრი არ არის ჟიურის შემადგენლობაში. ჟიურის წევრებიწარმოადგენენ საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სამეცნიერო წრეებს და მოწვეული არიან მიუკერძოებლობის, ცოდნისა და გამოცდილების გამო.

თითოეულ კატეგორიას დამოუკიდებლად შეაფასებს შემფასებელთა კონკრეტული ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან CSR-ექსპერტები და შესაბამისი მიმართულების ექსპერტები (მაგალითად, გარემოსდაცვითი კატეგორიის შემფასებელთა ჯგუფი შედგება CSR-ექსპერტებისა და გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტებისგან და ა.შ.).

ინფორმაცია ჟიურის ქართველი წევრების შესახებ ამ ეტაპზე არ მჟღავნდება (ჟიურის ყველა წევრმა მოაწერა ხელი კონფიდენციალობის შეთანხმებას), ინტერესთა კონფლიქტის და ლობირების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ჟიურის ქართველ წევრთა სახელები ცნობილი გახდება დეკემბერში, დაჯილდოების ცერემონიის დროს.

2019 წელს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ჟიურის საერთაშორისო წევრები არიან:

ალექს ფერანდი
Business in the Community, The Prince’s Responsible Business Network,
დიდი ბრიტანეთი

ანგუს მაკქეიბი
Third Sector Research Centre, ბირმინგემის უნივერსიტეტი,
დიდი ბრიტანეთი

პაველ ჰრიცა
Pontis Foundation
სლოვაკეთი

ელენ კოენი
Beyond Business
ისრაელი

სენდი ჰალიდეი
GAIA Research Edinburgh
შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი

ლოიქ ვან ქუთსემი
Ashoka
ავსტრია

მარიანა ბოგლი
CSR Sweden
შვედეთი

ქრის ბათერსი
Centre for Development and the Environment (SUM), ოსლოს უნივერსიტეტი
ნორვეგია

თომას კოლსტერი
Goodvertising
დანია

ჰანს ვისმეთი
საქსონიის მეცნიერებათა აკადემია
გერმანია

პიტერ ენჯელი
Kessler Consulting Inc.
აშშ

რეიჩელ ალანი
დიდი ბრიტანეთი