ბიზნეს კომპანიებს შეუძლიათ წარმოადგინონ 2018-2019 წელს განხორციელებული CSR პროექტები საქართველოს პასუხიმსგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის 6 ძირითად კატეგორიაში:

  1. მწვანე ინიციატივა;
  2. პასუხისმგებელი დამსაქმებელი;
  3. კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე;
  4. საზოგადოების მხარდაჭერა;
  5. სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა;
  6. CSR-ის შესახებ კომუნიკაცია;

3 სპეციალურ კატეგორიაში:

  1. წლის CSR მენეჯერი;
  2. შემოქმედებითი CSR;
  3. ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა.

უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) – წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე/საშუალო ზომის კომპანიას.

წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესო CSR ინიციატივეს სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.

კონკურსი სულ მალე გამოცხადდება.

კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.