სტაფან სოდერბერგი

მდგრადობის კონსულტანტი, AMAP Sustainability, შვედეთი

სტაფანი ფლობს მაგისტრის ხარისხებს კონსერვაციულ ბიოლოგიაში ლუნდის უნივერსიტეტიდან და ადამიანის ეკოლოგიაში ბრუსელის ვრიჯის უნივერსიტეტიდან. მრავალი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა მულტინაციონალურ სამშენებლო კომპანიაში Skanska, სადაც ეკავა გარემოსდაცვითი მენეჯერისა და მდგრადობის მენეჯერის პოზიციები ჯგუფის სათაო ოფისში. შემდგომ მუშაობდა WWF შვედეთში, კორპორაციული პარტნიორობის დირექტორის პოზიციაზე.

სტაფანი ჩართული იყო რამდენიმე ISO სტანდარტის შემუშავებაში. იგი იყო საერთაშორისო გუნდის ვიცე-თავმჯდომარის მოადგილე სოციალური პასუხისმგებლობის ISO 26000 სტანდარტის შემუშავებისას. ასევე იგი იყო ISO 20400 მდგრადი შესყიდვების სტანდარტის ეროვნული თავმჯდომარე.

ამჟამად სტაფანი მუშაობს კონსულტანტად. მას უმუშავია Volvo-სთან, ISO-სთან, სამოქალაქო უფლებების დამცველებთან, მუნიციპალიტეტებთან, უნივერსიტეტებთან, იორდანიის ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების სამინისტროსთან, ჯამში 25-ზე მეტ ქვეყანაში. ის აგრეთვე მუშაობს შვედეთში უძრავი ქონების კომპანიაში მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელად, ხელმძღვანელობს ზრდასრულთა კერძო განათლების ხარისხის ავტორიზაციის საბჭოს (Quality Authorization Board) და ეხმარება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ინსტიტუციური მმართველობის განვითარებაში.