ქრის ბათერსი

გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრი (SUM), ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია


ქრის ბათერსი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა მწვანე არქიტექტურის, ენერგეტიკისა და მდგრადი დაგეგმარების სფეროში, როგორც პრაქტიკოსი არქიტექტორი, მკვლევარი, ავტორი, ლექტორი და კონსულტანტი. 

ქრისი იყო ორგანიზაციის „ნორვეგიელი არქიტექტორების მდგრადი განვითარებისთვის“ დირექტორი და უფროსი კონსულტანტი იდეების ბანკის ფონდში, ოსლოში. ასევე იგი იყო მოწვეული პროფესორი ოსლოს არქიტექტურის სკოლაში და სენტ ჯონის უნივერსიტეტში (მინესოტა, აშშ). შემდეგ ის იყო მკვლევარი საერთაშორისო EPSRC-ის მიერ დაფინანსებული პროგრამისა მდგრადი ქალაქების შესახებ უორვიკის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). 

თითქმის 40 წლის განმავლობაში ქრისი ხელმძღვანელობდა ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამას ოსლოს უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრში (SUM), აგრეთვე იყო იმავე უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი ენერგიის მდგრადი მოხმარების საკითხებზე 

ქრის ბათერსს აქვს ბევრ ქვეყანაში (საფრანგეთი, ნორვეგია, დიდ ბრიტანეთი, ტაივანი, ესპანეთი, ჩინეთი და ბუტანა) მუშაობის გამოცდილება; იგი არის  ნორვეგიაში GAIA ჯგუფის (1982) და GAIA International-ის (1992) - მდგრადი განვითარებისა და ე.წ. „მწვანე მიდგომების“ (deep green solutions) ნოვატორული ქსელის - თანადამფუძნებელი. ის არის ავტორი რეცენზირებული სტატიებისა და მრავალი წიგნისა- მწვანე არქიტექტურისა და მდგრადი ქალაქების შესახდებ.  მან ასევე შექმნა შეფასების მეთოდი - მდგრადობის შეფასების რუკა, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.