კეთრინ ჰინი

სტრატეგიის კონსულტანტი, DHR Communications, ირლანდია

ეთრინ ჰინი არის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ლიდერობის სპეციალისტი 25 წლიანი გამოცდილებით. ის ცხოვრობს ირლანდიაში.

ამჟამად კეთრინი არის კონსულტანტი კომპანიაში „DHR Communications“-, რომელიც თავად დააარსა 18 წლის წინ. იგი მუშაობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კამპანიებზე სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის, ადამიანის უფლებების,  განათლების და ჯანდაცვის სფეროებში. 

მისი ხელმძღვანელობით, DHR-ის CSR პროგრამა რამდენიმე წლის განმავლობაში გამარჯვებულად დასახელდა ირლანდიის ეროვნული CSR კონკურსის ფარგლებში.

ქეთრინი არის ირლანდიის მთავრობის დაფუძნებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმის თავმჯდომარე. იგი ხელმძღვანელობდა ირლანდიის ეროვნული CSR სამოქმედო გეგმის განხორციელებას და შესრულების ანგარიშგებას. ქეთრინი ასევე ჩართულია CSR-ის მიმართულებით მრავალ საკონსულტაციო და სალექციო საქმიანობაში.

ქეთრინს აქვს ტოპ მენეჯმენტის და  ლიდერობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის არის ირლანდიის ეროვნული მუზეუმისა და მოქალაქეთა საინფორმაციო საბჭოს თავმჯდომარე. ის ასევე არის საქველმოქმედო ფონდის „ერთი ოთხში“(One in Four) რწმუნებული.

კეტრინი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ჟურნალისტიკაში და  მაგისტრის ხარისხს კრიმინოლოგიაში, მას ასევე აქვს მაგისტრის წოდება ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაში (დუბლინის ტრინიტის კოლეჯი). ის აგრეთვე ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის  გლობალური სტრატეგიული კომუნიკაციების პრესტიჟული პროგრამის კურსდამთავრებული. კეთრინი მუდამ ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, მას აქვს მეხუთე ხარისხის QQI (ირლანდიის ნაციონალური საკვალიფიკაციო პროგრამა) დასაქმების კანონმდებლობაში; აგრეთვე არის რამდენიმე პროგრამის მონაწილე კორპორაციული მართვის და გარემოს დაცვის სფეროებში. 

პროფესიული ინტერესების მიღმა, კეთრინს უყვარს ლაშქრობები, ველოსპორტი, სირბილი და მებაღეობა. ის საუბრობს ირლანდიურ ენაზე და არის ირლანდიური ლიტერატურის პოპულარიზაციის მხარდამჭერი.