იზა გიგაური

იზა გიგაურს მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ (2013 წ). მისი სადისერტაციო თემაა „მარკეტინგის სოციალური პასუხისმგებლობის ასპექტები საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე“  და არის წიგნის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საფუძვლები“ ავტორი. იზა ასევე ფლობს ნიდერლანდების ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, დაამთავრა ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი და ბოხუმის რურის უნივერსიტეტი გერმანიაში (2007წ). იყო გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის, ჰოლანდიის სტიპენდიის პროგრამისა და ერასმუს მუნდუსის სტიპენდიანტი. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აკადემიურ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. იზა ასწავლის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, სალექციო კურსები მოიცავს  ისეთ საგნებს, როგორიცაა: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ლიდერობა, ორგანიზაციული ქცევა, სოციალური მეწარმეობა. გამოქვეყნებული აქვს ანალიტიკური და სამეცნიერო სტატიები.