ანა ბოლტი

პრინც ჩარლზის პროგრამის - „Seeing is Believing“-ის მენეჯერი, „ბიზნესი საზოგადოებაში“, დიდი ბრიტანეთი

ანა ბოლტი ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში. ის 8 წელია მუშაობს ორგანიზაციაში პრინც ჩარლზის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელი „ბიზნესი საზოგადოებაში“ (Business in the Community/BITC). ამჟამად ის ხელმძღვანელობს BITC-ის პროგრამას „Seeing is Believing“, რომელიც დაარსდა 1990 წელს მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-ს ინიციატივით და რომლის მთავარი მიზანია დააახლოვოს ერთმანეთთან საზოგადოება და ბიზნესის წარმომადგენლები.

ანა პასუხისმგებელია მაღალი რანგის ლიდერებისთვის (კომპანიათა ხელმძღვანელებისათვის) საზოგადოებასთან თანამშრომლობის სტრატეგიის შექმნაზე და მათთვის ეფექტური გაცნობითი ვიზიტების განხორციელებაზე ნაკლებად განვითარებულ თემებში, რომლებსაც აქვთ დაბალი სოციალური მობილურობა. პროექტის მიზანია ამ ადგილებში გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვისა და პოზიტიური ბიზნეს ქმედებების ხელშეწყობა.

აღნიშნულ პოზიციამდე, ანა წარმატებით მართავდა BITC-ის წამყვან პროგრამას - პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს. აქტიურად წარმოაჩენდა საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებისკენ მიმართულ ბიზნეს-პროგრამებს და ინიციატივებს. ანა ბოლტის მოვალეობა მოიცავდა როგორც კონკურსის სტრატეგიულ წარმართვას, დაინტერესებულ მხარეთეებთან კომუნიკაციას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას, ისე პროგრამის ყოველდღიური საქმიანობის მართვას.

ანა არის PRINCE2-ის კვალიფიციური პრაქტიკოსი. მას აქვს მაგისტრის ხარისხი ინტერკულტურულ კომუნიკაციებში და ბედფორდშირის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) ბაკალავრის პირველი კლასის საპატიო ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს კვლევებში. ანას პროფესიული ინტერესები დაკავშირებულია პროექტის მენეჯმენტთან, სტრატეგიულ მარკეტინგთან და კომუნიკაციებთან.

თავისუფალ დროს ანა მოგზაურობს მეუღლესთან და მათ ორ შვილთან - ელიზაბეტთან და ჯეიმსთან ერთად, უსმენს პოდკასტებს და დადის ადგილობრივ სპორტულ დარბაზსა და საცურაო აუზში. ანა ასევე კითხვის კლუბის წევრია.