ლოიქ ვან ქუთსემი

ლოიქ ქუთსემს განათლება მიღებული აქვს ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია) და ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში (ავსტრია) საერთაშორისო ბიზნესის მართვის განხრით. ლოიქმა პროფესიული კარიერა დაიწყო ტელეკომუნიკაციების სექტორში, მარკეტინგის და ფინანსების განხრით, თუმცა მალევე, მიღებული ბიზნეს განათლებისა და სოციალური და გარემოსდაცვითი ზეგავლენის მიმართ ინტერესის ურთიერთ შეთავსების ძლიერი სურვილის გამო, მსხვილი ბელგიური სატელეკომუნიკაციო კომპანიის მდგრადი განვითარების/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დირექტორად განაგრძო მუშაობა. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ლოიქმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად აქცია, განახორციელა ბიზნესის ზრდასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი ინიციატივა და მრავალი ჯილდო და აღიარება მოიპოვა. იმავდროულად ლოიქი იყო ბელგიური CSR-ქსელის მრჩეველი და CSR Europe-ის წევრი.

სოციალური მეწარმეობითა და ინოვაციებით დაინტერესების შემდეგ ლოიქ ქუთსემმა მონაწილეობა მიიღო სოციალურ საწარმოთა აქსელერატორის დაფუძნებაში, რომელიც წარმოადგენდა „ოქსიგენის“ (Oksigen) სახელით ცნობილი, სოცმეწარმეობის მხარდამჭერი მსხვილი ეკოსისტემის ნაწილს. „ოქსიგენის“ მართვის პარალელურად ლოიქი ქოუჩინგსა და კონსულტაციებს უწევდა პასუხისმგებელი საქმიანობის წარმოებითა და ზეგავლენის გაძლიერებით დაინტერესებულ უამრავ სოციალურ საწარმოს. ბოლო ორი წელია ლოიქ ქუთსემი ძირითადად სოცმეწარმეთა მხარდამჭერ, უმსხვილეს გლობალურ ქსელ Ashoka-ში მუშაობს და Impact Transfer-ის ინიციატივის ფარგლებში ხელს უწყობს აპრობირებული სოციალური ინოვაციების ახალ რეგიონებში გადაცემას/გავრცელებას. როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი და ტრენერი, ლოიქი ასევე ჩართულია სოციალურ ინოვაციებსა და ბუნების დაცვაზე ორიენტირებულ რამდენიმე პროექტში, 2015 წლიდან არის ევროკომისიის სოცმეწარმეობის ექსპერტთა ჯგუფის (GECES) კერძო ექსპერტი.

ლოიქ ქუთსემი არის რამდენიმე სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელი და გამგეობის აქტიური წევრი