თამარ როდონაია

თამარ როდონაიას განათლება მიღებული აქვს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში და ამჟამად მუშაობს სადოქტორო კვლევაზე სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კორპორაციული კომუნიკაციებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის დანერგვის  მიმართულებით. 12 წელი მუშაობდა მსოფლიო საკომუნიკაციო ჯგუფ „თელიას“ წევრ-კომპანია  „ჯეოსელში“, და  კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას უძღვებოდა. ამჟამად არის დამოუკიდებელი კონსულტანტი  სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული კომუნიკაციების მიმართულებით. 

2016-2020 წლებში კონსულტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო განვითარების სააგენტო სიდას, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) და გარემოსდაცვით ორგანიზაციას „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომლის ფარგლებშიც ჩართულია ქალთა გაძლიერების საკომუნიკაციო პროგრამებში, სოციალური მეწარმეობის განვითარებისა და გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციის თემებში.

არის მიწვეული ლექტორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა).

თამარი აგრეთვე  არის თანადამფუძნებელი საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამასი“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობა დაანახოს კერძო სექტორს და მაქსიმალურად დააინტერესოს, ჩართოს ამ პროცესში.