თამარ კვარაცხელია

თამარ კვარაცხელია არის დამოუკიდებელი კონსულტანტი კომუნიკაციებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. უმაღლესი განათლებით სამართლის, საზოგადოებრივი ადმინისტრირებისა და კომუნიკაციის სფეროში, იგი 1996 წლიდან ჩართულია არამომგებიან და ბიზნესსექტორებში. მუშაობდა რიგ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთელი საქართველოს მასშტაბით უპოვარი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დასაცავად ეფექტური სტრატეგიების შესამუშავებლად.

ამჟამად არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტის კონსულტანტი და ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების განვითარებასა და გენდერული საკონსულტაციო პროექტების განხორციელებას. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ისეთ ინიციატივებში, რომელთა მიზანიც ძლიერი, ჯანსაღი და ქმედითი მოსახლეობის ჩამოყალიბებაა.

თამარ კვარაცხელიას განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მისი ხედვით მდგრადი ბიზნესის განვითარების საშუალებაა. მან სადისერტაციო ნაშრომი მიუძღვნა საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გზამკვლევის შემუშავებას. იგი CSR-ის სხვადასხვა ასპექტის შესახებ კონსულტაციებს უწევს და ტრენინგების სახით შესაბამის ინფორმაციას აწვდის ადგილობრივ ბიზნესს, არამომგებიან სააგენტოებსა და მედია  საშუალებებს. იგი ერთგულად ემსახურება სექტორთაშორისი კავშირების გაღრმავებას, პარტნიორობის და, ზოგადად, პასუხისმგებელი ბიზნესის წარმატებული მაგალითების დოკუმენტირებას და დემონსტრირებას.