მიხალ კისა

მიხალი არის Pontis Foundation-ის თანადირექტორი და ასევე „ბიზნეს ლიდერთა ფორუმის“ (BLF Slovakia) სტრატეგიული მრჩეველი. „ბიზნეს ლიდერთა ფორუმი სლოვაკეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში CSR პრინციპების გავრცელებაზე. მიხალი 4 წლის განმავლობაში ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ბოლო 13 წლის მანძილზე მიხალი თავის საქმიანობით ხელს უწყობს CSR  პრინციპების დანერგვას სლოვაკურ კომპანიებში და საჯარო ინსტიტუტებში, ამასთანავე ფასილიტაციას უწევს  სექტორთა შორის პარტნიორობას. იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პუბლიკაციებისა თუ ტრეინინგ პროგრამების შექმნაში, როგორიცაა, მაგალითად, "როგორ ვიყოთ წარმატებული? აწარმოე ეთიკური ბიზნესი!", ელექტრონული სასწავლო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდამჭერი ნაციონალური სტრატეგიის ჩარჩო პოლიტიკა. ასევე მონაწილეობდა სლოვაკეთში გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) შემოღების და დამკვიდრების ინიციატივებში.

მიხალი კონსულტაციას უწევდა სლოვაკეთში მოქმედ უმსხვილეს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა:  Slovak Telekom, dm drogerie markt, Orange Slovensko, VÚB banka, Slovnaft, New World Resources, Accenture, Západoslovenská energetika - CSR სტრატეგიის შედგენის, CSR ანგარიშგების, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგისა და აუდიტის საკითხებზე.

ის აგრეთვე 9 წლის განმავლობაში პასუხისმგებელი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბური CSR ღონისძიების CEE CSR Summit-ის ორგანიზებაზე.

მიხალი არის პოლიტიკური მეცნიერებებისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაგისტრი.