პროექტის შესახებ

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora ორგანიზებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ (2017- 2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)  სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, მოქალაქეების მიმართ ამ ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების განმტკიცებას.

ამ მიზნის მისაღწევად დასახულია რამდენიმე გრძელვადიანი ამოცანა, რომელთაგან ერთ-ერთია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა და ამ გზით კერძო სექტორის ჩართვა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ბიზნესსექტორში CSR-ის კულტურისა და პასუხისმგებლობით აღსავსე ქცევის ნორმების დამკვიდრების ხელშესაწყობად ტარდება ტრენინგები და კონკურსები, მზადდება ელექტრონული რესურსები და პუბლიკაციები; CSR-ის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებისათვის CSR-თან დაკშირებულ საკითხებზე მიმდინარეობს მთავრობის, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება; სექტორთაშორისი თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეთა ფორუმების, მიკროგრანტების პროგრამებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებით.


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ფეისბუქი: https://goo.gl/Qi6EUo

ტვიტერი: https://goo.gl/H9cyrK

ვებგვერდი: https://goo.gl/r94obr