კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაწყებიდან კომპანია „ბიდიოსათვის“ მნიშვნელოვანი იყო შეექმნა ჯანსაღი, კომფორტული, სტრესისგან თავისუფალი სამუშაო გარემო, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა თანამშრომლების ჯანმრთელობა და ფინანსური სტაბილურობა. ამისათვის კომპანიამ 2020 წლის მარტში დაიწყო პროექტი „ლავირება ახალ რეალობაში“ - ბიდიოს ვირტუალური ოფისი.
კომპანიისთვის პანდემიით შექმნილი კრიზისის პირობებშიც მთავარი ღირებულებაა თანამშრომლები და მათზე ზრუნვა. ეს, პირველ რიგში, გამოიხატა სამუშაო ადგილებისა და ანაზღაურების 100%-ით შენარჩუნებით, თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვითა და მათი განვითარების უწყვეტობით.
„ჯიპიაი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც 2016 წლიდან გააციფრულა დაზღვევა და მომხმარებელს ისეთი პლატფორმები შესთავაზა, საიდანაც დაზღვევის შეძენას და ანაზღაურების მიღებას დისტანციურად, ოფისში მიუსვლელად შეძლებდნენ.
მსოფლიო პანდემიამ საქართველო ბევრი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა, თუმცა განსაკუთრებული გამოწვევები გაუჩნდა ქვეყნის განათლების სისტემას. საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადაწყობა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რთული პროცესი იყო. საქართველოს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სკოლებს და უნივერსიტეტებს არ ჰქონდათ გამოცდილება და გამართული სისტემა მთლიანი სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმზე გადასაყვანად.
კომპანიის Fair Trees გუნდი ყოველი წლის სექტემბერში ტრადიციულად ატარებს მკერდის სიმსივნის უფასო, დროულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისათვის.
პროექტის ფარგლებში, ბანკმა დაგეგმა დარეგისტრირებული პირველი 50 კლიენტისთვის გადაეცა საჭიროებებზე მორგებული საჩუქრები. სასაჩუქრე პაკეტები აერთიანებდა ისეთ სერვისებს, როგორიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის მომზადება.
OneSoft აქტიურად მუშაობს ბიზნესპროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებასა და კომპანიებისთვის პროგრამული გადაწყვეტების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ამიტომ, Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ, OneSoft-მა გამოთქვა მზადყოფნა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სრულიად უსასყიდლოდ ან 50%-იანი თანადაფინანსებით, შეეთავაზებინა კომპანიებისთვის ერთიანი პროგრამა ERP Standard-ი მენეჯერული და ბუღალტრული აღრიცხვისთვის.