შემოქმედებითი CSR

არგამბოლო

ორგანიზაციამ Holmes&Watson-მა „თეგეტა მოტორსის“ დაკვეთით შეიმუშავა კონცეფცია კამპანიისთვის  #არგამბოლო. მართალია, “თეგეტა მოტორსი” ბოლო წლებია აქტიურად ატარებს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის პრობლემასთან დაკავშირებულ მცირე CSR-აქტივობებს, მაგრამ HOLMES&WATSON-ის კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ფართომასშტაბიანი კამპანია სარგებელს მოუტანდა როგორც ბრენდს, ისე თითოეულ მოქალაქეს. 

#არგამბოლოს იდეა და კამპანია იუმორითაა სავსე. სახალისოა საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის და ადვილად დასამახსოვრებელი. კამპანიის კონცეფციის მიხედვით, მომავლის საქართველოში ჰაერი ისეა დაბინძურებული, რომ ხალხი მუდმივად ახველებს, საზოგადოებაში ხველების ენა გამეფდა და ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად იქცა.

კამპანიამ თითქმის ყველა ტრადიციული თუ არატრადიციული მედია საშუალება მოიცვა (ქალაქში გამოკრული განცხადებები, “ხველინგვისტის” ფეისბუქგვერდი, ტელეწამყვანების მიმართვა ხველებით, რადიოტალღებზე ხველებით ჩაწერილი რეკლამა, პრინტები და ა.შ.) და სამიზნე აუდიტორიამდე ეფექტურად მიიტანა მთავარი მესიჯი – “ერთად გავწმინდოთ სასუნთქი გზები” და “თეგეტა მოტორსის” შეთავაზება გამონაბოლქვის ტოქსიკურობაზე ავტომობილების უფასო შემოწმების შესახებ.

შედეგად, მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა საგრძნობლად გაიზარდა, რასაც მომდევნო თვეებში „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში ავტომობილის გამონაბოლქვის ტოქსიკურობის შესამოწმებლად მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდაც ადასტურებს.