ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

ყველა პოტენციურ განმცხადებელს მიეცემა საშუალება მიმართოს წერილობითი შეკითხვებით კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტს.

 

შეკითხვები უნდა გაიგზავნოს 25 სექტემბრამდე, ელექტრონული წერილის სახით, შემდეგ მისამართზე: csrawards@meliora.ge (გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ – შეკითხვა).

ხშირად დასმული კითხვები და შესაბამისი პასუხები გამოქვეყნდება კონკურსის ვებგვერდზე (www.meliora.ge), ხშირად დასმული კითხვების / FAQ კატეგორიაში.

ყველა დაინტერესებული მხარისთვის პროექტის ორგანიზატორები გამართავენ ჯგუფურ კონსულტაციას განაცხადის წარდგენის პროცესთან და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით. კონსულტაციის დრო და ადგილი გამოცხადდება კონკურსის ვებგვერდზე.

განმცხადებლები, რომლებიც მონაწილეობის ინტერესს 10 სექტემბრამდე გამოხატავენ, შეძლებენ თავიანთ განაცხადთან დაკავშირებით გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია.

1. რამდენი განაცხადი შემიძლია წარმოვადგინო საკონკურსოდ?

პასუხი: საკონკურსოდ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერი რაოდენობის განაცხადი სხვადასხვა კატეგორიაში. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ორი სხვადასხვა პროექტი კატეგორიებში: „მწვანე ინიციატივა“ და „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ და ა.შ.

2. შეიძლება თუ არა ერთ კატეგორიაში ორი სხვადასხვა პროექტის წარდგენა?

პასუხი: დიახ, შეიძლება, თუ თქვენი პროექტები შეესაბამება ამ კატეგორიის ორ სხვადასხვა თემას. მაგალითად , კატეგორიაში – მწვანე ინიციატივებში – შესაძლებელია ორი სხვადასხვა პროექტის წარდგენა, თუ ერთ-ერთი ბიომრავალფეროვნების თემას ეხება, ხოლო მეორე – ენერგომენეჯმენტს. ამავდროულად, დაუშვებელია ორი სხვადასხვა პროექტის წარდგენა, თუ ორივე ენერგომენეჯმენტს ეხება.

3. შეიძლება თუ არა, ერთი და იგივე პროექტი რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიაში შემოვიტანო?

პასუხი: არა, არ შეიძლება, ერთი კონკრეტული პროექტის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთ კატეგორიაში. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელ კატეგორიას შეესაბამება თქვენი პროექტი ყველაზე მეტად (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია კონკურსის ორგანიზატორებთან).

4. თითქმის ყველა კატეგორიას ახლავს თემების ჩამონათვალი. რისთვის არის ეს თემები საჭირო?

პასუხი: კატეგორიის ქვეთემები ასახავს იმ კონკრეტულ საკითხებს, რომლებსაც მოიცავს ესა თუ ის ზოგადი კატეგორია. მაგალითად, „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ ფართო თემაა და ამ კატეგორიას შეიძლება სხვადასხვა, უფრო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული პროექტი მიესადაგოს, როგორიცაა: თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა; თანამშრომელთა სოციალური დაცვა; თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ა. შ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელ კატეგორიაში გსურთ განაცხადის შემოტანა და შემდეგ, განაცხადის ფორმაში მონიშნოთ შესაბამისი თემა, რომელიც სხვებზე მეტად მიესადაგება თქვენს პროექტს. რეკომენდებულია მონიშნოთ ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს პროექტს, თუმცა თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პროექტი ერთზე მეტ თემას პასუხობს, შეგიძლიათ მოთიქოთ ორი, ან მაქსიმუმ 3 ქვეთემა.

თემის მითითება დაეხმარება ჟიურის წევრებს უკეთ დაინახონ წარმოდგენილი პროექტის კონკრეტული მიზანი და გაიგონ, თუ სად ხედავს კომპანია თავისი ნომინაციის ადგილს CSR-ის ერთიან კონტექსტში. ამასთან გახსოვდეთ — ჯილდო გაიცემა თითოეულ კატეგორიაში და არა ცალკეულ თემაში.

5. ჩვენ მცირე კომპანია ვართ, სულ 47 თანამშრომელი გვყავს. აქვს თუ არა აზრი, რომ შემოვიტანო განაცხადი? რამდენად გვექნება გამარჯვების შანსი, თუ იმავე კატეგორიაში შემოიტანს განაცხადს მსხვილი კომპანია, რომელსაც რამდენიმე ასეული თანამშრომელი ჰყავს?

პასუხი: მსხვილ და მცირე კომპანიებს კონკურსში გამარჯვების თანაბარი შანსი ექნებათ. ჟიური თითოეულ პროექტს შეაფასებს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც კონკურსის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტი შეფასდება კომპანიის ზომასთან შეფარდებით. ამასთანავე, თითოეულ კატეგორიაში შესაძლებელია გაიცეს ორი ჯილდო – ცალკე – მსხვილი და ცალკე -მცირე/საშუალო ზომის კომპანიისთვის.

6. ინტერესის გამოხატვის ფორმის წარდგენა აუცილებელია? შეიძლება თუ არა განაცხადის შემოტანა ინტერესის გამოხატვის გარეშე?

პასუხი: მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა არ არის სავალდებულო. თქვენ შეგიძლიათ განაცხადის წარდგენა მონაწილეობის ინტერესის გამოხატვის გარეშეც! თუმცა, თუ შეავსებთ და გამოგვიგზავნით ინტერესის გამოხატვის ფორმას, შესაძლებლობა გექნებათ გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაცია საკონკურსო განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით. თქვენი გადასაწყვეტია, გამოიყენებთ თუ არა ამ შესაძლებლობას.

7. ჩვენ გლობალურ მულტინაციონალურ კომპანიას წარმოვადგენთ. შეგვიძლია ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება?

პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება. თუმცა, უნდა წარმოადგინოთ საქართველოში განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები, და არა მხოლოდ გლობალური სტრატეგიის შესრულება. შეფასებისას ჟიური ყურადღებას მიაქცევს გლობალური სტრატეგიის ქართული რეალობისათვის მორგებას და ადგილობრივი აქტივობების ხარისხს.

8. შესაძლებელია თუ არა კონსულტაციის მიღება განაცხადის ფორმის შესავსებად? 

პასუხი: კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია (თარიღი გამოქვეყნდება კონკურსის ვებგვერდზე). განმცხადებლები, რომლებიც მონაწილეობის ინტერესის ფორმას შეავსებენ და გამოგზავნიან, შეძლებენ თავიანთ განაცხადთან დაკავშირებით გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია. გარდა ამისა, შეგიძლიათ წერილობითი შეკითხვა გაუგზავნოთ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტს 28 სექტემბრამდე, მისამართზე: csrawards@meliora.ge (გთხოვთ წერილის თემაში მიუთითოთ – შეკითხვა).

9. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტი აუცილებლად დასრულებული უნდა იყოს?

პასუხი: არა, ეს არ არის აუცილებელი. პროექტი შეიძლება არ იყოს დასრულებული, მაგრამ ის უნდა იყოს ისეთ ეტაპზე, როდესაც შედეგების ნაწილი უკვე მიღწეულია, დანარჩენი კი აშკარად იკვეთება. თუ საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტი 2017 წლამდე დაიწყო და მას შემდეგ მიმდინარეობს, განაცხადში ნათლად განმარტეთ, თუ როდის დაიწყო პროგრამა/პროექტი, რა ეტაპზეა ამჟამად, რა აქტივობები განხორციელდა და რა კონკრეტულ შედეგებს მიაღწიეთ 2017 წლის იანვრის შემდეგ (ანუ კონკურსის პირობებით განსაზღვრულ პერიოდში).

10. რა ფორმით უნდა წარმოვადგინოთ შევსებული განაცხადი?

პასუხი: შევსებული განაცხადი Word-ის ფორმატში და თანდართული მასალა უნდა გამოაგზავნოთ პასუხი: მისამართზე: csrawards@meliora.ge განაცხადის წარდგენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში დაგიდასტურებთ განაცხადის მიღებას. თუ ასეთ დამადასტურებელი შეტყობინება არ მოგივათ ელ-ფოსტაზე, დაგვიკავშირდით.

11. ჩვენ შარშანდელ კონკურსში (Meliora 2018-ში) მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა ვერ გავიმარჯვეთ. წელსაც გვინდა მონაწილეობის მიღება. შეიძლება წელს იგივე პროექტი შემოვიტანოთ, თუ აუცილებლად ახალი პროექტი უნდა იყოს?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ კვლავ წარმოადგინოთ საკონკურსოდ იგივე პროექტი, რომელიც შარშან ქონდათ შემოტანილი მხოლოდ იმ პირობით, თუ კვლავ აგრძელებთ ამ პროექტის განხორციელებას და საგრძნობლად გააუმჯობესეთ, მიაღწიეთ ახალ შედეგებს. იგივე პროექტის უცვლელად შემოიტანა არ არის შესაძლებელი. ამასთანავე, წლევანდელ განაცხადში მაქსიმალურად გაამახვილეთ ყურადღება ახალ შედეგებზე, რომლებსაც მიაღწიეთ შარშანდელი განაცხადის წარდგენის შემდგომ პერიოდში.

რა თქმა უნდა ასევე შეგიძლიათ შემოიტანოთ ახალი პროექტიც.

12. შარშანდელი კონკურსის (Meliora 2018-ის) გამარჯვებულებს თუ აქვთ უფლება კვლავ მიიღონ მონაწილეობა წლევანდელ კონკურსში და რაიმე შეზღუდვები თუ არის ამ თვალსაზრისით?

პასუხი: წინა წლის კონკურსის გრან პრის მფლობელს არ აქვს უფლება  შემოიტანოს განაცხადი იმავე კატეგორიაში (ანუ კვლავ „წლის პასუხისმგებელი კომპანიის“ კატეგორიაში) შემდეგ წელს. თუმცა მას შეუძლია განაცხადის შემოტანა ნებისმიერ სხვა კატეგორიაში.

თუ თქვენ რომელიმე თემატურ ან სპეციალურ კატეგორიაში გაიმარჯვეთ შარშან, წელს არ შეგიძლიათ საკონკურსოდ წარმოადგინოთ იგივე პროექტი, რომელმაც შარშან გაიმარჯვა, რამდენად მნიშვნელოვანი სიახლეები, გაუმჯობესება და ახალი მიღწევებიც არ უნდა გქონდეთ. თუმცა შეგიძლიათ წარმოადგინოთ ახალი, განსხვავებული პროექტი იმავე კატეგორიაში ან ნებისმიერ სხვა კატეგორიაში.

13. ჩვენ გლობალურ მულტინაციონალურ კომპანიას წარმოვადგენთ, თუმცა საქართველოში 250-ზე ნაკლები თანამშრომელი გვყავს. ამ შემთხვევაში მსხვილ კომპანიად ჩავითვლებით თუ მცირე/საშუალო ზომის კომპანიად?

პასუხი: თქვენ მაინც ჩაითვლებით მსხვილ კომპანიად, რადგან თანამშრომელთა რაოდენობის მიუხედავად, თქვენ ხელი მიგიწვდებათ თქვენი გლობალური დედა-კომპანიის რესურსებსა და ექსპერტიზაზე, რაც არ გააჩნია ადგილობრივ მცირე ან საშუალო კომპანიას.