‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora 2019’-ს ავსტრიის საელჩოს სახით ახალი მხარდამჭერი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი Meliora გამოავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, განხორციელებული საუკეთესო ინიციატივებისა და პროექტებისათვის. 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები 12 დეკემბერს გამოვლინდებიან.

კონკურსს მხარს უჭერს მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაცია, ბიზნესპლატფორმა და სამთავრობო ინსტიტუტი.

კონკურსის სპონსორები არიან ფოთის საზღვაო ნავსადგური და სასტუმრო ბილტმორ თბილისი.

Meliora 2019 ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაურის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.