საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა და გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019”-ის ფარგლებში თანამშრომლობა.

მემორანდუმს ხელი დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR მიმართულების კოორდინატორმა ლელა ხოფერიამ და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა თომას კიმესვენგერმა მოაწერეს.

Meliora 2019 ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაურის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.