CSR-ის შესახებ კომუნიკაცია

CSR-ის შესახებ კომუნიკაცია

ჯილდო კომპანიისთვის, რომელიც საკუთარი CSR-პროგრამების შედეგებს ზომავს და მათ შესახებ ინფორმაციას დაუფარავად და გულახდილად აწვდის საზოგადოებას.

ნომინაციის აღწერა: საკუთარი საქმიანობის შედეგად გარემოსა და საზოგადოებაზე მოხდენილი დადებითი ან უარყოფითი გავლენის შესახებ გამჭვირვალე და გულახდილი კომუნიკაცია – პასუხისმგებელი ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ამ კატეგორიაში გამოვლინდება და დაჯილდოვდება საუკეთესო ანგარიში ან ვებგვერდი, რომელიც სრულად, ამომწურავად, გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად წარმოადგენს ინფორმაციას კომპანიის CSR-პოლიტიკის და პრაქტიკის, კონკრეტული CSR-პროექტების/ინიციატივების შესახებ, გარემოსა და საზოგადოებაზე კომპანიის საქმიანობის ზეგავლენის შესახებ.

თემები ამ კატეგორიაში:

  • მდგრადი განვითარების ანგარიში – 2019 წლის 30 სექტემბრამდე საქართველოში გამოქვეყნებული სოციალური პასუხისმგებლობის/მდგრადი განვითარების ანგარიში, რომელშიც ასახულია 2018-2019 წლების მონაცემები კომპანიის სოციალური ზეგავლენისა და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების, აგრეთვე ამ მიმართულებით მისი საქმიანობის შესახებ;
  • ანგარიში საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული CSR- პროგრამ(ებ)ის შესახებ – 2019 წლის 30 სექტემბრამდე საქართველოში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც აღწერილია საზოგადოების საკეთილდღეოდ (გარემოს დაცვის, თემის განვითარების, ადამიანის უფლებების,
    შრომითი უფლებების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროებში) განხორციელებული კონკრეტული CSR-ინიციატივები/პროგრამები;
  • CSR-ვებგვერდი კომპანიის საერთო CSR-პოლიტიკის და მისი შესრულების თაობაზე – საკონკურსოდ შესაძლებელია დამოუკიდებელი CSR-ვებგვერდის დასახელება, რომელიც კომპანიის CSR- პოლიტიკას და აქტივობებს ეძღვნება.

იხილეთ: განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო