Meliora უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნეს კომპანიებს საზოგადოებას გააცნონ განხორციელებული CSR პროექტები.

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ბიზნესის პასუხისმგებლობას და ეთიკას. ეს ტენდენცია ნელ-ნელა მკვიდრდება საქართველოშიც. შესაბამისად, კომპანიებს უწევთ საკუთარ საქმიანობაში ახლებური, პასუხისმგებელი მიდგომების დანერგვა.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის უკვე მეორე წელია ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის;  დაბოლოს, იმის წარმოჩენას, რომ პასუხისმგებელი ბიზნესი – სასიკეთო ცვლილებების ეს მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და გარემოს გაჯანსაღებას, საბოლოოდ იძლევა გრძელვადიან ფინანსურ სარგებელს და არის მდგრადი, მოწინავე და წარმატებული ბიზნესი.

საქართველოს პასუხისმეგებლი ბიზნესის კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნეს კომპანიებს საზოგადოებას გააცნონ და აღიარება მოიპოვონ სწორედ მათ მიერ განხორციელებული CSR-პროექტებისათვის. კონკურსის გარემო შესაძლებლობას აძლებს კომპანიებს ისწავლონ და გაუზიარონ გამოცდილება სხვებს. კონკურსში მონაწილე ყველა კომპანიას საკუთარი წვლილი შეაქვს კორპორაიციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში.

კონკურსის მრავალფეროვანი კატეგორიები CSR-ის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს. შესაბამისად, CSR- ინიციატივის შესაბამის კატეგორიის მორგება მარტივია.

კონკურსის პირობები საკმაოდ მოქნილია – და ბიზნეს კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას წარმოადგინონ ცალკეული პროექტი ან ინიციატივა , რომელიც ერთ კონკრეტულ საკითხზე იქნება ორიენტირებული (მაგალითად, გარემოს დაბინძურების შემცირება ან ამა თუ იმ თემში განათლების ხელშეწყობა) და გაიმარჯვონ თემატურ კატეგორიაში;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსხვილ, საშუალო მცირე ზომის კომპანიებს, მათ ექნებათ გამარჯვების თანაბარი შანსი, რადგან პროექტების შეფასება მოხდება არა მათი ერთმანეთთან შედარებით, არამედ შეფასების კრიტერიუმებით, რომლებიც პროექტებისა და შედეგების მასშტაბებს კომპანიის ზომასთან შეფარდებით განიხილავს; თითოეულ კატეგორიაში, მსხვილი კომპანიის პარალელურად, ჯილდო შესაძლოა ასევე მცირე/საშუალო ზომის ბიზნესს მიენიჭოს.

კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგება წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან (ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, დანიიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან და ა.შ.შ-დან), რაც შეფასების პროცესის მაღალი სანდოობის გარანტიაა.

Meliora 2019 ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაურის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.