Meliora 2018 - კომპანიებისათვის ჯგუფურ კონსულტაციებს გაიმართავს

შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს მხარსუჭერს

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018 ფარგლებში ითანამშრომლებენ.

თანამშრომლობის ფარგლებში, კონკურსის საერთაშორისო ჟიურის სიას, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ჟიური შეემატა. ქალბატონი Marianne Bogle, შვედეთის წამყვანი CSR ორგანიზაციის CSR Sweden-ის აღმასრულებელი დირექტორი და CSR Europe-ის გამგეობის წევრია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora არის ეროვნული მასშტაბის წამოწყება, რომლის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.

კონკურსში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 11 ოქტომბერია.

კონკურსი ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.