Meliora 2018 - კომპანიებისათვის ჯგუფურ კონსულტაციებს გაიმართავს

Meliora 2018 – კომპანიებისათვის დამატებით ჯგუფურ კონსულტაციებს გამართავს

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018” დაინტერესებული
კომპანიებისათვის დამატებით ჯგუფურ კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციის მსვლელობისას, საშუალება გექნებათ კონკურსის პირობებსა და განაცხადის შევსების შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე მიიღოთ პასუხი.

საკონსულტაციო დღეები: 28 სექტემბერი – 3 ოქტომბერი 11:00 – 13:00 საათი.

მისამართი: დელისის I შესახვევი, 5ა – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა.