„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, წელს უკვე მეორედ ატარებს „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს – Meliora 2019“, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა ადილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

კონკურსის ორგანიზატორები დაინტერესებული კომპანიებისათვის ჯგუფურ კონსულტაციებს გამართავენ, რომლებზეც დაწვრილებით განმარტავენ კონკურსის მოთხოვნებსა და პირობებს, განაცხადის შევსების წესებს, ასევე პასუხს გასცემენ კითხვებს.

კონსულტაციები გაიმართება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში (მის.: იოველ ჯებაშვილის გასასვლელი 5ა).

კონსულტაციაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა