ნინო ელბაქიძე

ნინო ელბაქიძე არის ადამიანის უფლებათა იურისიტი, რომელმაც პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2002 წელს არასამთავრობო ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“ (ყოფილი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”). მას აქვს ადამიანის უფლებებზე მუშაობის 18 - წლიანი გამოცდილება. 2007-2014 წლებში მუშაობდა პროექტების კოორდინატორად, 2014-2016 წლებში იყო უფლებები საქართველოს      აღმასრულებელი დირექტორი, 2014-2017 წლებში კი მუშაობდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში და ეკავა გამგეობის თავმჯდომარის პოზიცია (HRHT). პარალელურად, ნინო ელბაქიძე იყო პროექტის „გენდერული თანასწოროების ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ დირექტორი, რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). 2014-20016 წლებში იყო „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ექსპერტი პროექტში „ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ“, რომლიც ფარგლებშიც მუშაობდა შრომის სამართლის მიმართულებით. 2017 წელს ნინომ დააარსა ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების ადვოკატირებისა და დემოკრატიის ფონდი“ და არის მისი      აღმასრულებელი დირექტორი და უფროსი მკვლევარი. ნინო არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2018-2019 წლებში მან გაიმარჯვა ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სასწავლო პროგრამის შესარჩევ კონკურსში, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა. 2018 წელს გაიარა ლიდერობის პროგრამა მონტანის უნივერსიტეტში, ხოლო 2018-2019 წლებში ისწავლა ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის სკოლაში ადამიანის უფლებებისა და სამართლის ფაკულტეტზე. 2019 წლის თებერვალი-მაისის ჩათვლით მან გაიარა სტაჟირება ქ. ვაშინგტონში ორგანიზაცია „Justice International”. ნინო არის შრომის სამართლის სფეროში ათამდე პუბლიკაციის ავტორი. ამავდროულად დაინტერესებულია ადამიანის უფლებების საკითხებით კონფლიქტებში, კერძოდ კი, საქართველოში კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობით.