მარი ნადარაია

მარიკა ნადარაიამ დაამთავრა დიდი ბრიტანეთის „ანგლია რასკინ უნივერსიტეტის” (Anglia Ruskin University, Cambridge, UK)  საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების მართვის ფაკულტეტი. მან ასევე, უმაღლესი აკადემიური განათლება მიიღო  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, აქვს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი და მთარგმნელ-რეფერენტის ბაკალავრის ხარისხი.  

მარიკა ნადარაიას აქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება საზღვაო-სატრანსპორტო სფეროში და 6-წლიანი გამოცდილება საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციის მართვის მიმართულებით.

ამჟამად, დასაქმებულია კერძო სექტორში, აქვს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება და ამავდროულად მოხალისეობრივად ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციის მართვაში.

2018 წლიდან დღემდე მუშაობს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, A.P. Moller Maersk-ის სათავო ოფისში დანიაში, ქ. კოპენჰაგენში, სადაც იგი არის გლობალური კონტენტის მენეჯერი, კორპორაციული კომუნიკაციების გუნდში.

მარიკა ნადარაია 2006 – 2018 წლებში მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში, იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი, კომუნიკაციების მენეჯერი, ადმინისტრაციის უფროსი და გენერალური დირექტორის თანაშემწე.

2017-2018 წლებში იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე.

2018 წელს, საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მარიკა ნადარაია დასახელდა ქ. ფოთის საპატიო მოქალაქედ.

ასევე, იგი არის საქველმოქმედო ფონდ „ბილივის“ თანადამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. უძღვება კულტურულ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, სიღარიბის დაძლევა და ინკლუზიური განათლება. აქვს როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.