itcert-online.com examscert.com testkingdump.com

შეარჩიეთ შესაბამისი კატეგორია

1. შეარჩიეთ შესაბამისი კატეგორია

დაფიქრდით, რა იყო ის საუკეთესო პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც თქვენმა კომპანიამ ბოლო ორი წლის (2017-2018) განმავლობაში განახორციელა. შეარჩიეთ მისთვის შესაბამისი კატეგორია. თემების ჩამონათვალიდან, რომლებსაც შეიცავს ეს კატეგორია, აირჩიეთ თქვენი პროექტის შესატყვისი კონკრეტული თემა. მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ შეიტანოთ განაცხადი კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“, შეარჩიეთ ამ კატეგორიის თემებიდან (ენერგომენეჯმენტი, გარემოს დაბინძურების შემცირება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ა.შ.) ერთ-ერთი, რომელიც სხვებზე მეტად მიესადაგება თქვენს პროექტს.

  • თუ მიგაჩნიათ, რომ არჩეული თემის გარდა, თქვენი პროექტი გარკვეულწილად რომელიმე სხვა თემასაც ეხმიანება, მიუთითეთ ეს განაცხადის ფორმის „შენიშვნების“ ველში;
  • თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პროექტი არ მიესადაგება კატეგორიაში არსებულ არც ერთ თემას, შეგიძლიათ დაამატოთ ახალი, პროექტის შესაფერისი, თემა.

თემის მითითება აუცილებელია შეფასების მიზნებიდან გამომდინარე — ის დაეხმარება ჟიურის წევრებს უკეთ დაინახონ კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროგრამის/პროექტის/ინიციატივის კონკრეტული მიზანი და გაიგონ, თუ სად ხედავს კომპანია თავისი ნომინაციის ადგილს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის რთიანკონტექსტში. ამასთან გახსოვდეთ — ჯილდო გაიცემა თითოეულ კატეგორიაში და არა ცალკეულ თემაში.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პროგრამა, პროექტი ან ინიციატივა ერთზე მეტ კატეგორიას მიესადაგება, თქვენი  პასუხისმგებლობაა შეარჩიოთ ის კატეგორია, რომელიც უფროშესაფერი სად მიგაჩნიათ.

რამდენი განაცხადის წარდგენა შეიძლება?

თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ნებისმიერი რაოდენობის განაცხადი ნებისმიერი რაოდენობის კატეგორიაში. შეგიძლიათ წარადგინოთ რამდენიმე სხვადასხვა განაცხადი სხვადასხვა კატეგორიაში; ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ რამდენიმე პროექტი ერთსა და იმავე კატეგორიაში, ოღონდ იმ პირობით, რომ თითოეული მათგანი ამ კატეგორიაში არსებულ განსხვავებულ თემას შეესაბამება.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ორი სხვადასხვა პროექტი კატეგორიებში: „მწვანე ინიციატივა“ და „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“; შეგიძლიათ ასევე წარადგინოთ ორი განსხვავებული პროექტი ერთსა და იმავე კატეგორიაში – „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“, იმ პირობით, რომ თქვენი პროექტები შეესაბამება ამ კატეგორიის ორ სხვადასხვა თემას, ვთქვათ, „თანამშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ და „თანამშრომელთა განათლება და პროფესიული განვითარება“.

დაუშვებელია ერთი პროექტის ორ ან მეტ განსხვავებულ კატეგორიაში წარდგენა; ერთი კონკრეტული პროექტის წარდგენა შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი გრანპრის – წლის პასუხისმგებელი მსხვილი ან მცირე/საშუალო ბიზნესის წოდების მოსაპოვებლად, თუკი თქვენი კომპანია კორპორაციული პასუხისმგებლობის ყველა სფეროში აქტიურობს და პასუხისმგებელი დამოკიდებულებით გამოირჩევა გარემოს, თანამშრომლების, მომხმარებლების,
მომწოდებლების და მთლიანობაში საზოგადოების მიმართ.

გრანპრის ნომინაციაში წარდგენილ კომპანიას შეუძლია დამატებით შეიტანოს განაცხადი სხვა ნებისმიერ კატეგორიაში. განაცხადების შესაბამისობის შეფასების ეტაპზე (მანამ, სანამ განაცხადები განსახილველად გადაეცემა ჟიურის წევრებს).

კონკურსის ორგანიზატორებმა შესაძლოა ურჩიონ განმცხადებლებს გადაანაცვლონ განაცხადი სხვა კატეგორიაში ან მიუთითონ რომელიმე სხვა თემა; თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებს განმცხადებელი.

თუ კატეგორიის შესარჩევად დამატებითი რჩევა/დახმარება გესაჭიროებათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.

© 2018 all rights reserved by CSRDG