itcert-online.com examscert.com testkingdump.com

essay online now

წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია

ს.ს. მისო “კრისტალი”

ს.ს. მისო კრისტალისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის მართვისა და წარმოების სტრატეგიაზე ორიენტირებული, აუცილებელი, გრძელვადიანი მოდელი, რომელსაც ითვალისწინებს ყოველდღიურ საქმიანობაში. კრისტალის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი სფეროებია:

გარემოს დაცვა: ნარჩენების მართვის მიზნით კომპანიის ფილიალებში განთავსებულია მეორადი ქაღალდის შეგროვების ყუთები. კომპანია თანამშრომლობს მეორადი ქაღალდის შემგროვებელ ორგანიზაციასთან. გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით კრისტალი 3 წლის განმავლობაში იზრუნებს საქართველოს მასშტაბით 2 ადგილის დასუფთავებაზე და ამაში კომპანიის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან.

CENN-თანვე თანამშრომლობით გეგმავს თანამშრომელთა ტრენინგს ნარჩენების მართვის საკითხებზე. კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში. გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად და ცნობიერების ასამაღლებლად კომპანიამ დანერგა ინოვაციური პროდუქტი “მწვანე დაფინანსება”, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის პროდუქტის მწვანე ალტერნატივის შეთავაზება და ეკომეგობრული გარემოსთვის ნაკლებად საზიანო პროდუქტების წარმოების დაფინანსების ხელშეწყობა (მაგ.: ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები, ენერგოეფექტური გათბობის საშუალებები და ა.შ.).

თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა: კომპანია მუდმივად ცდილობს თანამშრომელთა ჩართულობის, მოტივაციის ამაღლებისა და პროფესიონალიზმის ზრდის ახალი შესაძლებლობების შექმნას. კომპანიის თანამშრომლები სარგებლობენ სხვადასხვა სახის მატერიალური (სამედიცინო დაზღვევა, საწვავი, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, უფასო სასაუბრო დრო მობილური ტელეფონით, დეკრეტული შვებულება) და არამატერიალური პრივილეგიებით (დამატებითი დასვენების დღეები, სპეციალური ფასდაკლებები მომსახურებებსა და პროდუქტებზე თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით).

კომპანია ატარებს ტრენინგებს უსაფრთხოების საკითხებში და ამგვარად ზრუნავს თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. კომპანიაში შექმნილია თანამშრომელთა შიდა პორტალი, სადაც ერთობლივად მსჯელობენ კომპანიის ნებისმიერ ინიციატივაზე, წამოწყებასა და ხედვაზე. 2018 წლიდან კრისტალმა ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაცია EDEC-თან ერთად დაიწყო შშმ პირების დასაქმებისა და ხელშეწყობის პროექტი.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში მომხმარებლების, კლიენტების, პარტნიორების და მომწოდებლების მიმართ: კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რაც გულისხმობს გამჭვირვალობის პრინციპს. კომპანია პროდუქტის და მომსახურების შესახებ მომხმარებლებს აწვდის ზუსტ, საკმარის და დროულ ინფორმაციას. კომპანიას დანერგილი აქვს საჩივრების მიღების/განხილვის სისტემა. მომსახურების ხარისხისა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების თემებზე მუდმივად მიმდინარეობს კომუნიკაცია მომხმარებლებთან. 2018 წლიდან კომპანიამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა. ამ ეტაპზე 90,000-ზე მეტი მომხმარებლის 52% ქალია. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის, “კრისტალი” თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

პარტნიორებთან/კონტრაქტორებთან ურთიერთობის მხრივ, “კრისტალი” ითვალისწინებს და ავალდებულებს შესაბამის ორგანიზაციებს დაიცვან და აღიარონ ადამიანთა უფლებების საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები. კომპანია ხელს უწყობს მცირე ადგილობრივი და სოციალური საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას და რეალიზაციას მათი შეძენის გზით. პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომპანია აფინანსებს სოციალური მეწარმეობის პროდუქციის 2B გამოფენას. 2018 წელს შექმნილი პროდუქტი “სოციალური კრედიტი” გამიზნულია სოციალური საწარმოების მხარდაჭერისთვის  გაიცემა 0%-იანი კრედიტი, ყოველგვარი გირაოს, პროცენტის და საკომისიოს გარეშე.

საზოგადოების და ადგილობრივი თემის მხარდაჭერა: ამ მიმართულებით “კრისტალი” ბევრ საინტერესო, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც მოიცავს რეგიონში ადგილობრივი ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, ადგილობრივი ბავშვთა სახლების ხელშეწყობასა და დახმარებას, ახალგაზრდების განვითარებასა და მხარდაჭერას. კომპანია აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერაზეც  ჩართულია მათ ტრენინგებში და მონაწილეობს მათთვის სამეურნეო რჩევების გაზიარებაში; კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივი ინიციატივის ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.

dog clippersonline paper writeresa dog

© 2018 all rights reserved by CSRDG