საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი

მოგახსენებთ, რომ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსმა – Meliora 2018 – საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოში მოქმედ კომპანიებში.
 
 

კონკურსში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა და საკონკურსო განაცხადი წარმოადგინა მოსალოდნელზე მეტმა კომპანიამ.

 
 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი განაცხადების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის შეფასება, რასაც, ვვარაუდობთ, უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ამ ეტაპისათვის თავიდან იყო გათვალისწინებული.

 
 

შესაბამისად, ამ ეტაპის დასრულების ვადამ გადაიწია 20 ოქტომბრამდე (18:00სთ) ადრე დაანონსებული 15 ოქტომბრის ნაცვლად.

 
 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსი საქართველოში პირველად ტარდება, კონკურსის ორგანიზატორებმა ყველა კომპანიას, ვინც გამოხატა ინტერესი, მოამზადა განაცხადი საშუალება მისცეს, რომ ეს დამატებითი დრო სრულად გამოიყენონ განაცხადებთან დაკავშირებული, დამატებითი დოკუმენტების გამოსაგზავად.

 
 

კონკურსის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ საიტზე გამოქვეყნდება კონკურსის  ნომინაციების შესახებ ინფორმაცია.

გისურვებთ წარმატებებს.