დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  კონკურსის მხარდამჭერია 

8 ოქტომბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ და მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ, ხელი მოაწერეს საპარტნიორო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ფარგლებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით იმართება.  Meliora ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შესანიშნავ, შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, რომელთაც 11 ოქტომბრამდე, უნდა წარმოადგინონ 2017-2018 წლებში განხორციელებული CSR პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები.

“საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018″ ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.