გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა: პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამი საყრდენია: შიდა გარემოსდაცვითი მართვა (ენერგიის, წყლისა და ქაღალდის ხარჯების შემცირება, ნარჩენების შემცირება), დაკრედიტებისას გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვა (კლიენტების სკრინინგი გარემოზე მავნე
ზემოქმედების თვალსაზრისით) და მწვანე ფინანსირება (სპეციალური სესხების ინვესტირება ენერგოეფექტურობაში, განახლებად ენერგიასა და სხვა „მწვანე“ პროექტებში).
2018 წელს გარემოსდაცვითი მიმართულებით შემდეგი ღონისძიებები ჩატარდა: არსებული
ნათურები ჩანაცვლდა LED განათებებით და ამით წლიურად 100 000 კვ/სთ–ის ელექტროენერგია დაიზოგა; მუშაობს წვიმის წყლის შეგროვების სისტემა, რომელიც წლიურად ზოგავს 600-მდე მ³
წყალს; ავტოპარკის 59%-ს შეადგენს ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები და დანარჩენის ჩანაცვლება გრძელდება; დაყენდა ელექტრომობილების დამტენი თბილისში;
თანამშრომლებისთვის ჩატარდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები; ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის დაწესებულია სპეციალური სესხები; 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება 100 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელების დამონტაჟება.

თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა: ბანკში დიდი ყურადღება ეთმობა პერსონალის განვითარებას. 2018 წლის დეკემბრისთვის თანამშრომელთა 20% ან სწავლობდა, ან უკვე დასრულებული ჰქონდა სწავლა „პროკრედიტის“ აკადემიებში. თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება წელიწადში ერთხელ მაინც ისარგებლოს 2-კვირიანი უწყვეტი შვებულებით; ყოველწლიურად ტარდება გარემოსდაცვითი და ეთიკური კოდექსის
საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები; თანამშრომლები ჩართული არიან ახალბედა კოლეგების განვითარების პროცესში; თანამშრომლებს შეუძლიათ თავისუფალი დრო გაატარონ ბანკის მიერ დაფინანსებულ კლუბებში (მოგზაურთა კლუბი, იოგა, ფიტნესი). 2018 წელს BTU-ის სტუდენტებისთვის შეიქმნა „პროკრედიტის“ ბანკინგის სკოლის სასწავლო კურსი. ბანკი ყოველწლიურად ირჩევს მოტივირებულ სტუდენტებს 2-3-თვიანი სტაჟირებისთვის, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევისას.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში: თავის საქმიანობაში ბანკი რამდენიმე ძირეული პრინციპით ხელმძღვანელობს: აფასებს გამჭვირვალობას კლიენტებთან ურთიერთობაში, არ ცდილობს სამომხმარებლო სესხების წახალისებას, აქვს მომსახურება, რომელიც ემყარება თითოეული მომხმარებლის მდგომარეობის ცოდნას და კარგ ფინანსურ ანალიზს.
მარტივი სადეპოზიტო პროდუქტების და მომსახურების შეთავაზებით, ფინანსურ განათლებაში ინვესტირებით, ბანკი ცდილობს განავითაროს ფინანსური პასუხისმგებლობის და დაზოგვის კულტურა. მცირე და საშუალო ბიზნესის გრძელვადიანი მხარდაჭერით ბანკი ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და სოციალური
პასუხისმგებლობის ამაღლებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განვითარების პოტენციალის მქონე ადგილობრივ, ინოვაციურ კომპანიებს.
მომწოდებლების და სხვა საქმიანი პარტნიორების შერჩევის ერთ-ერთი მკაფიო კრიტერიუმია გარემოსდაცვითი ასპექტი.

საზოგადოების/ცალკეული თემების მხარდაჭერა: როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი, „პროკრედიტი“ აქტიურად ერთვება აქტივობებში, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებასა და გარემოზე და ხელს უწყობს ქართულ ბაზარზე პასუხისმგებელი საქმიანობის დანერგვას. გარემოსდაცვითი საკითხების წინ წამოწევის მიზნით, ბანკის ინიციატივით მოეწყო მწვანე გამოფენა, სადაც ორგანული/ბიო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს პროდუქციის წარმოჩენის და გაყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. ბანკის მიზანი იყო პლატფორმის შეთავაზება უკლებლივ ყველასთვის, რათა ეკოლოგიურად სუფთა წარმოების თემა რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის გამხდარიყო ცნობილი და გასაგები.
ბანკისთვის მნიშვნელოვანია მისი თითოეული კლიენტის წარმატება.