itcert-online.com examscert.com testkingdump.com

მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა

2. მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა (არასავალდებულო)

სრული განაცხადის შემოტანამდე განმცხადებლებს ვურჩევთ გამოხატონ მონაწილეობის სურვილი მარტივი ფორმის შევსების მეშვეობით, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია კონკურსის ვებგვერდიდან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის ინტერესის გამოხატვა არ არის სავალდებულო. თქვენ შეგიძლიათ განაცხადის წარდგენა მონაწილეობის ინტერესის გამოხატვის გარეშეც!

განმცხადებლებს, რომლებიც გამოხატავენ მონაწილეობის ინტერესს, მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია CSRDG-ის კონსულტანტებთან საკონკურსო განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით. თქვენი გადასაწყვეტია, გამოიყენებთ თუ არა ამ შესაძლებლობას.

პროექტის სახელწოდება, მითითებული მონაწილეობის ინტერესის ფორმაში, პირობითია. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სახელწოდება საბოლოო განაცხადში.

მონაწილეობის ინტერესის გამოხატვის შემდგომ თქვენ დამატებით შეგიძლიათ წარადგინოთ სხვა განაცხად(ებ)ი (იმავე ან განსხვავებულ კატეგორიებში).

ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 სექტემბერი. შევსებული ფორმის გამოგზავნა შეიძლება მისამართზე: csrawards@meliora.ge

განმცხადებლებს დაბეჯითებით ვურჩევთ მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოგზავნონ ინტერესის გამოხატვის შევსებული ფორმები, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დარჩეთ ინდივიდუალური კონსულტაციის გასავლელად და საკონკურსო განაცხადის შესავსებად. ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება 10-დან 27 სექტემბრამდე.

© 2018 all rights reserved by CSRDG