საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’ დასრულდა

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიამ წარმატებით ჩაიარა. დასწრე საზოგადოებას შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები. საღამო CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ გახსნა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა  ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ – კარლო ნატალემ.

საუკეთესო CSR ინიციატივებისათვის დააჯილდოვნენ შემდეგი კომპანიები:

  • წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნესი – ს.ს მისო „კრისტალი“;
  • მწვანე ინიციატივა – საქართველოს ბანკი, აპლიკაცია “გზად”;
  • მწვანე ინიციატივა (მცირე და საშუალო კომპანია) – “თი ერ სი”, პროექტი “არ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება”;
  • პასუხისმგებელი დამსაქმებელი  (მცირე და საშუალო კომპანია) – პოლიტიკისა და კონსალთინგ ჯგუფი PMCG, თანამშრომლების განვითარების პროგრამა;
  • კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე – სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა;
  • საზოგადოების მხარდაჭერა – თი ბი სი ბანკი, პროექტი “წერე ქართულად”;
  • საზოგადოების მხარდაჭერა (მცირე და საშუალო კომპანია) – “ეისითი”, სოციალური მისიის მქონე ბიზნესის მხარდაჭერა;
  • სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა – კომპანია “ნატახტარი”, პროექტი “იზრუნე მომავალზე”;
  • შემოქმედებითი CSR – სარეკლამო კომპანია HOLMES&WATSON, პროექტი “ხველინგვისტი”;
  • ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა – პალიტრა მედია ჰოლდინგი, პროექტი “მაკულიტერატურა” – ამ კატეგორიას მხარს უჭერდა USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი გაიმართა ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციების, ბიზნეს-პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა: ფინანსთა სამინისტროს აკადემია; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თბილისის მერია; შვედეთის საელჩო საქართველოში; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); CENN; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო; საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; “აწარმოე საქართველოში”; ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).

სპონსორები იყვნენ შემდეგი კომპანიები: სასტუმრო ბილტმორი, დუგლაძეების ღვინის კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ (MBC), სარაჯიშვილი, Holiday Inn, Holo, Tep.

კონკურსი განხორციელდა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და გემრნიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.