საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora კიდევ ერთი მხარდამჭერი “აწარმოე საქართველოში” შემოუერთდა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დ განვითარების ცენტრი (CSRDG) და „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018 ფარგლებში ითანამშრომლებენ.

კონკურსის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან აგრეთვე საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესასოციაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

კონკურსი Meliora ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შესანიშნავ, შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო.

კონკურსში Meliora განაცხადების მიღების ბოლო ვადა 11 ოქტომბერია.