CSR-ის შესახებ კომუნიკაცია

CSR-ის შესახებ კომუნიკაცია

ჯილდო კომპანიისთვის, რომელიც საკუთარი CSR-პროგრამების შედეგებს ზომავს და
მათ შესახებ ინფორმაციას დაუფარავად და გულახდილად აწვდის საზოგადოებას

ნომინაციის აღწერა: საკუთარი საქმიანობის შედეგად გარემოსა და საზოგადოებაზე
მოხდენილი დადებითი ან უარყოფითი გავლენის შესახებ გამჭვირვალე და გულახდილი
კომუნიკაცია – პასუხისმგებელი ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.
ამ კატეგორიაში გამოვლინდება და დაჯილდოვდება საუკეთესო ანგარიში ან ვებგვერდი,
რომელიც სრულად, ამომწურავად, გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად
წარმოადგენს ინფორმაციას კომპანიის CSR-პოლიტიკის და პრაქტიკის, კონკრეტული
CSR-პროექტების/ინიციატივების შესახებ, გარემოსა და საზოგადოებაზე კომპანიის
საქმიანობის ზეგავლენის შესახებ.

თემები ამ კატეგორიაში:

  • მდგრადი განვითარების ანგარიში – 2018 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში გამოქვეყნებული სოციალური პასუხისმგებლობის/მდგრადი განვითარების ანგარიში, რომელშიც ასახულია 2017-2018 წლების მონაცემები კომპანიის სოციალური ზეგავლენისა და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების, აგრეთვე ამ მიმართულებით მისი საქმიანობის შესახებ;
  • ანგარიში საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული CSR- პროგრამ(ებ)ის შესახებ – 2018 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც აღწერილია საზოგადოების საკეთილდღეოდ (გარემოს დაცვის, თემის განვითარების, ადამიანის უფლებების,
    შრომითი უფლებების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროებში) განხორციელებული კონკრეტული CSR-ინიციატივები/პროგრამები;
  • CSR-ვებგვერდი კომპანიის საერთო CSR-პოლიტიკის და მისი შესრულების თაობაზე – საკონკურსოდ შესაძლებელია დამოუკიდებელი CSR-ვებგვერდის ან კომპანიის ვებგვერდის იმ ნაწილის დასახელება, რომელიც კომპანიის CSR- პოლიტიკას და აქტივობებს ეძღვნება.

იხილეთ: განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო

© 2018 all rights reserved by CSRDG