წლის CSR-მენეჯერი

წლის CSR-მენეჯერი

(სპეციალური კატეგორია)

ჯილდო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში შეტანილი
პიროვნული წვლილისთვის

ეს კატეგორია განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ CSR-მენეჯერის ან
CSR-საქმიანობაზე პასუხისმგებელი სხვა თანამშრომლის საკონკურსოდ წარდგენა.
კანდიდატის დასახელება შეუძლია მის უშუალო ხელმძღვანელს (მაგალითად,
განყოფილების უფროსს) ან კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს.

ნომინაციის აღწერა: ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება პირი, რომელმაც განსაკუთრებული და სამაგალითო წვლილი შეიტანა სოციალურად პასუხისმგებელი და ეთიკური ბიზნესსაქმიანობის განვითარებაში როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჟიური გამოარჩევს ყველაზე გულანთებულ, შეუპოვარ და CSR-ის პრინციპების ერთგულ ნომინანტს, რომლის საქმის სიყვარული და ენთუზიაზმი სხვებისთვის გადამდები და მოტივაციის მიმცემია.

იხილეთ: განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო

© 2018 all rights reserved by CSRDG