წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია

უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) – წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია

ჯილდო მსხვილი ნოვატორი კომპანიისთვის, რომელმაც პასუხისმგებლობა საკუთარ
ბიზნესსტრატეგიებსა და საქმიანობაში დანერგა და კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის (CSR) ყველა ძირითადი სფერო მოიცვა.

ნომინაციის აღწერა: გრანპრი არ არის რომელიმე კონკრეტული CSR-ინიციატივის განხორციელებისთვის ან CSR-ის ცალკეულ სფეროში მიღწეული შედეგების გამო დაწესებული ჯილდო. ამ კატეგორიის მიზანია იმ მსხვილი კომპანიების აღიარება, რომლებმაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების განუყოფელ ნაწილად აქციეს, რომლებიც სისტემურად, სრულყოფილად, სტრატეგიულად და ინოვაციურად ავითარებენ პასუხისმგებელ ბიზნესს და შეუძლიათ საკუთარი საქმიანობის ყველა შესაბამის სფეროში ისეთი CSR-პოლიტიკის და
პროექტების წარმოჩენა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ბუნებრივ გარემოსა და საზოგადოებაზე.

გრანპრის მფლობელი გახდება მსხვილი კომპანია, რომელიც წარმოადგენს საკუთარ პოლიტიკასა და საქმიანობას CSR-ის ოთხივე ძირითად სფეროში (გარემოს დაცვა, თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, საზოგადოების და ადგილობრივი თემის მხარდაჭერა) და ყველა ამ მიმართულებით, საერთო ჯამში, საუკეთესო შედეგებს აჩვენებს.

საქსტატის სტანდარტის მიხედვით (www.geostat.ge), საქართველოს
პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილე კომპანია
განისაზღვრება, როგორც მსხვილი, თუკი მასში 250 ადამიანზე მეტია
დასაქმებული;

საქართველოში მოქმედმა მულტინაციონალურმა კომპანიებმა უნდა შეძლონ არა მხოლოდ გლობალური სტრატეგიის შესრულების, არამედ ადგილობრივ დონეზე განხორციელებული თვალსაჩინო ინიციატივების და აქტიური ძალისხმევის ჩვენება; მათი შეფასებისას გათვალისწინებული იქნება, თუ რამდენად მოარგო კომპანიამ გლობალური სტრატეგია ადგილობრივ პირობებს და როგორია საქართველოში განხორციელებული საქმიანობის ხარისხი და შედეგები.

იხილეთ: განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო

© 2018 all rights reserved by CSRDG