შემოქმედებითი CSR

შემოქმედებითი CSR 

(სპეციალური კატეგორია)

 

დაწესებულია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციასთან (ACAG) პარტნიორობით

ჯილდო სოციალური/გარემოსდაცვითი საკითხების შემოქმედებითი და ინოვაციური
მიდგომებით წარმოჩენისთვის

შემოქმედებითი CSR-ის კატეგორიაში განაცხადების წარსადგენად ვიწვევთ საქართველოში რეგისტრირებულ საკომუნიკაციო და სარეკლამო სააგენტოებს და პიარკომპანიებს, რომლებმაც წარმოსადგენი პროექტი საკუთარი ინიციატივით ან სხვა პარტნიორ/კლიენტ კომპანიასთან თანამშრომლობით განახორციელეს.

ნომინაციის აღწერა: ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება 2017-2018 წლებში ჩატარებული/შექმნილი ყველაზე შემოქმედებითი და ინოვაციური საკომუნიკაციო კამპანია ან ვიდეოპროდუქცია, რომელიც მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი სოციალური/გარემოსდაცვითი საკითხისა და/ან მდგრადი განვითარების ერთ-ერთი გლობალური მიზნისათვის (SDGs) საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებას, კომპანიის ბრენდის ამ საკითხებზე დაფუძნებას.

თემები ამ კატეგორიაში:

  • CSR-კამპანია, სოციალურ/გარემოსდაცვით საკითხებზე ორიენტირებული საკომუნიკაციო კამპანია;
  • ვიდეო, რომელიც გამიზნულია სოციალური/გარემოსდაცვითი საკითხის პოპულარიზაციისთვის ან უკავშირდება მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს.

იხილეთ: განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო

http://acag.ge/

© 2018 all rights reserved by CSRDG