დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება, კონკურსის 11 კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან

კონკურსში მონაწილეობას 41 კომპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული, 76 პროექტით იღებს.

კონკურსის მონაწილე კომპანიათა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – http://meliora.ge/4592-2/

Meliora ლათინური სიტყვაა და „საუკეთესოს“ ნიშნავს. კონკურსი Meliora წელს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად იმართება.

კონკურსს ყოველწლიური სახე ექნება და იგი გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შესანიშნავ, შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო.