რა შეგიძლიათ წარადგინოთ

რომელ პერიოდში განხორციელებული პროექტის

წარდგენა შეიძლება 

საკონკურსოდ წარდგენილი პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები უნდა იყოს განხორციელებული 2017-2018 წლებში, უნდა იყოს ან დასრულებული, ან იმყოფებოდეს განხორციელების ისეთ ეტაპზე, როდესაც შედეგების ნაწილი უკვე მიღწეულია, დანარჩენი კი აშკარად იკვეთება.

თუ წარდგენილი პროგრამა ან პროექტი 2017 წლამდე დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, კომპანიამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, თუ როდის დაიწყო პროგრამა/პროექტი, რა ეტაპზეა ამჟამად, რა აქტივობები განხორციელდა და რა კონკრეტულ შედეგებს მიაღწიეს კონკურსის პირობებით განსაზღვრულ პერიოდში (2017 წლის იანვრის შემდეგ).

*კატეგორიაში „ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა“ შესაძლებელია აგრეთვე ახლახან დაწყებული პროგრამის/პროექტის/ინიციატივის წარდგენა, თუ კომპანია შეძლებს ნათლად წარმოაჩინოს და დაასაბუთოს პროექტის მდგრადობა და გრძელვადიანი განვითარების პოტენციალი.

shutterstock_767539465 patara

© 2018 all rights reserved by CSRDG