რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა

ცხრა მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში “Meliora”

კონკურსი Meliora გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კონკურსი:

კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR-ინიციატივები და მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისათვის;

კონკურსი გთავაზობთ შთამაგონებელ, შემოქმედებით გარემოს და შესაძლებლობას ისწავლოთ და გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციას;

კონკურსში ჩართულ ყველა კომპანიას საკუთარი წვლილი შეაქვს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში;

კონკურსის მრავალფეროვანი კატეგორიები CSR-ის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს. შესაბამისად, მარტივად შეარჩევთ თქვენი CSR- ინიციატივის შესაბამის კატეგორიას.

კონკურსის პირობები საკმაოდ მოქნილია – თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ცალკეული პროექტი ან ინიციატივა, რომელიც ერთ კონკრეტულ საკითხზე იქნება ორიენტირებული (მაგალითად, გარემოს დაბინძურების შემცირება ან ამა თუ იმ თემში განათლების ხელშეწყობა) და გაიმარჯვოთ თემატურ კატეგორიაში; შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი საქმიანობა და მიდგომები CSR-ის ყველა ძირითადი მიმართულების მიხედვით და დაიმსახუროთ კონკურსის უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) – წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება; დაბოლოს, შეგიძლიათ კონკურსზე წარადგინოთ თქვენი კომპანიის CSR-მენეჯერი (ან, თუ არ გაქვთ კომპანიაში ეს პოზიცია, CSR-საქმიანობაზე პასუხისმგებელი სხვა თანამშრომელი), რომელმაც მაღალი მოტივაცია და საქმის განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინა, და მოიპოვოთ წლის საუკეთესო CSR-მენეჯერის ჯილდო.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს, მათ ექნებათ გამარჯვების თანაბარი შანსი, რადგან პროექტების შეფასება მოხდება არა მათი ერთმანეთთან შედარებით, არამედ შეფასების კრიტერიუმებით, რომლებიც პროექტებისა და შედეგების მასშტაბებს კომპანიის ზომასთან შეფარდებით განიხილავს; თითოეულ კატეგორიაში, მსხვილი კომპანიის პარალელურად, ჯილდო შესაძლოა ასევე მცირე/საშუალო ზომის ბიზნესს მიენიჭოს.

კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგება წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან (ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, დანიიდან და გერმანიიდან), რაც შეფასების პროცესის მაღალი სანდოობის გარანტიაა.

კონკურსის კონცეფცია, კატეგორიები, შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები შემუშავდა CSR-ის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციების (Pontis Foundation, Slovakia და Business in the Community, the Prince’s Responsible Business Network, UK) ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომელთაც ამ ტიპის კონკურსების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ; შესაბამისად, კონკურსი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

დაბოლოს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია შესაძლებლობას იძლევა შევკრიბოთ, გავაერთიანოთ, წავახალისოთ და წარმოვაჩინოთ ყველაზე პროგრესული კომპანიები და ამბიციური ბიზნესპროფესიონალები, რომლებსაც არ სურთ ბიზნესის ტრადიციულ, მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებულ ჩარჩოებში დარჩენა და საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანით ცდილობენ უფრო ღირებულ შედეგებს მიაღწიონ.

shutterstock_386805949 patara
6-2

© 2018 all rights reserved by CSRDG