პროექტის შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ (2017- 2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობითა და ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მონაწილეობით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, მოქალაქეების მიმართ ამ ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების განმტკიცებას.

ამ მიზნის მისაღწევად დასახულია რამდენიმე გრძელვადიანი ამოცანა, რომელთაგან ერთ-ერთია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა და ამ გზით კერძო სექტორის ჩართვა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ბიზნესსექტორში CSR-ის კულტურისა და პასუხისმგებლობით აღსავსე ქცევის ნორმების დამკვიდრების ხელშესაწყობად ტარდება ტრენინგები და კონკურსები, მზადდება ელექტრონული რესურსები და პუბლიკაციები; CSR-ის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებისათვის CSR-თან დაკშირებულ საკითხებზე მიმდინარეობს მთავრობის, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება; სექტორთაშორისი თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეთა ფორუმების, მიკროგრანტების პროგრამებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

გვანცას

© 2018 all rights reserved by CSRDG