პასუხისმგებელი დამსაქმებელი

პასუხისმგებელი დამსაქმებელი

ჯილდო კომპანიებისთვის, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი თანამშრომლების
კეთილდღეობასა და განვითარებაზე

ნომინაციის აღწერა: ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ის გამორჩეული
პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონით
დაკისრებული მოთხოვნების მიღმა და რომლის მიზანიც არის თანამშრომლების
ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა; თანამშრომლებისთვის
თანაბარი შესაძლებლობების, კარგი და სამართლიანი სამუშაო პირობების
უზრუნველყოფა; მათი განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ამ კატეგორიაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან
დაკავშირებით შემუშავებული აქვს სათანადო პოლიტიკა, პროგრამები და მართვის
სისტემები, რომელიც აფასებს და პატივს სცემს საკუთარ თანამშრომლებს.

თემები ამ კატეგორიაში:

  • თანამშრომელთა განათლება და პროფესიული განვითარება;
  • თანამშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
  • თანაბარი შესაძლებლობები და ინკლუზია სამუშაო ადგილზე;
  • ოჯახთან თავსებადი სამუშაო პირობები;
  • თანამშრომელთა სოციალური დაცვა;
  • სამუშაო გარემო და თანამშრომელთა თანამონაწილეობა;
  • სხვა: თუ თქვენი პროექტი არ შეესატყვისება ზემოთ მოყვანილ არც ერთ თემას,
    შეგიძლიათ თავად დაამატოთ შესაბამისი თემა.

განაცხადის ფორმა
შეფასების სახელმძღვანელო

© 2018 all rights reserved by CSRDG